რუსულმა ძალებმა ხარკოვს 10-მდე დარტყმა მიაყენეს-28 ადამიანი დაშავდა

რუსულმა ძალებმა ხარკოვს 10-მდე დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც 28 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვსა და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტერეხოვმა განაცხადა, რომ 22 ადამიანი სალტოვსკის რაიონში დაშავდა, ექვსი კი – ნემიშლიანსკში, მათ შორის ექვსი წლის ბავშვი. დაშავებულებს შორის მედიკოსებიც არიან. დაზიანებულ ინფრასტრუქტურას შორისაა სავაჭრო ცენტრი, სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტი და საცხოვრებელი კორპუსები

 

მსგავსი თემები