აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ფარიდ ორუჯევის განცხადებით, ხმის მიცემის დაწყებიდან პირველი ოთხი საათის განმავლობაში ამომრჩეველთა აქტივობამ 20,39 პროცენტი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ საკუთარი არჩევანი 1 309 522-მა ამომრჩეველმა გააკეთა. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის რვა საათზე გაიხსნა.

ცესკო-ს მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 6,343 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს. უბნები 19:00 საათზე დაიხურება.

სულ ქვეყანაში დაახლოებით 6.5 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათგან 51 ათასზე მეტი პირველად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

 

მსგავსი თემები