ბუდუ ზივზივაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშეა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ „ბრაუნშვაიგს“ ესტუმრა და ბოლო წუთებზე ქართველი თავდამსხმელის მიერ გატანილი ბურთით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 89 წუთი ითამაშა.

ოთხი ტურის შემდეგ „კარლსრუემ“ 10 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა და პირველადგილოსან „დიუსელდორფს“ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.

ბუდუ ზივზივაძემ მაღალი შეფასება (7,7) მიიღო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (MVP) გახდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ოთხ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ მაჩვენებლით, ის მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში „ელვერსბერგის“ თავდამსხმელს, ფისნიკ ასლანს დაეწია.

 

მსგავსი თემები