მეუღლისა და კიდევ ორი ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარი მეუღლის და კიდევ 2 ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ზ.ზ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, სოფელ ახაშენში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეზე ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მ.მ.-ს, რომელიც იმ დროს ბრალდებულის სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის და შურისძიების მოტივით იარაღიდან ესროლა თავის მეუღლეს ფ.ტ.-ს. ორივე მათგანი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის შემდგომ, ცეცხლსასროლი იარაღით შეირაღებული ზ.ზ. საკუთარი ავტომობილით მივიდა „შატო ზეგაანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციონერ დეპუტატებს შესაძლოა რუსეთის მოქალქეობა ჩამოართვან

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე განიხილა რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი იმ ოპოზიციური ე.წ. დეპუტატებისთვის, რომლებიც “აპარტამენტების შესახებ” კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. ამის შესახებ აფხაზური ოპოზიციური „ტელეგრამ“ არხები RESPUBLICA და „აფხაზური პორტალი“ იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, ბჟანიასა და ნოვაკის შეხვედრის ოქმის მიხედვით, რომლის ნამდვილობა, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის, მოსკოვი გეგმავს, 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან აფხაზეთს შეუჩეროს ფინანსური დახმარება მანამ, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს გარკვეულ ვალდებულებებს, მათ შორის სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთ აღიარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რუსი იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების…

მეტი...

“საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს”- მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციას განუცხადა. მილერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს. “როგორც უკვე თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს მთავრობის მიერ დიდი ხნის წინ გაცხადებულ მიზანს, ევროინტეგრაციის შესახებ და შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოში წევრობას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტოს კრიტიკოსების დემონიზაცია და განსხვავებული აზრის სივრცის…

მეტი...

“არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შანსი ნულის ტოლია”- კახა კალაძე

„დღეს ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის“ – ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შანსი ნულის ტოლია. ამას აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით. არანაირი შანსი არ აქვს ოპოზიციას – გინდ გაერთიანებული დავარქვათ, გინდ გასაერთიანებლები და გინდ ყველა ცალ-ცალკე ავიღოთ. ნულია მათი ფასი და მათი შესაძლებლობები არჩევნებში გამარჯვების. რეალურად, რამდენიმე პარტიას ექნება სურვილი, იბრძოლოს იმისთვის, რომ როგორმე მიუახლოვდეს და გადალახოს საარჩევნო ბარიერი. ეს არის მოცემულობა და ეს ყველაფერი მათაც ძალიან კარგად იციან. მეორე თემა: დღეს ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს…

მეტი...

დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა

30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაკარგულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ თანაუგრძნო იმ მწუხარების გამო, რაც ოჯახის წევრისა და ახლობლის უგზო-უკვლოდ დაკარგვას ახლავს. მემორიალთან, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ფონდ “მოლოდინისა” და ოჯახური კომიტეტების წევრთა ორგანიზებით და მონაწილეობით ჩატარდა. ღონისძიება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გახსნა და კიდევ ერთხელ გამოხატა…

მეტი...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დედა-შვილი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც მათ გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ტაქსი დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ქალი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

მეტი...

ხვრინვის გამო მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა

ხვრინვის გამო მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა ფილადელფიაში, ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა. პოლიციის ცნობით, დაპირისპირება 62 წლის რობერტ უოლესსა და კრისტოფერ კეისის შორის მოხდა. როგორც ჩანს, რობერტ უოლესს კრისტოფერის ხვრინვა აწუხებდა. მათი სახლები კედლით იყო გაყოფილი. როგორც კეისი იხსენებს, მეზობელი მასთან ხვრინვის გამო საქმის გასარჩევად მივიდა, თუმცა ლაპარაკი დაპირისპირებაში გადაიზარდა. თავის დასაცავად, კეისიმ მასთან მისულ მეზობელს კი დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. კაცი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. გასულ კვირას, კეისიმ საოლქო სასამართლოში დანაშაული აღიარა უნებლიე მკვლელობისთვის. უოლესის ოჯახმა სასამართლოს უთხრა, რომ მოკლული მამაკაცი დიდი ხანია ვერ იძინებდა კეისის ხვრინვის გამო. ამან…

მეტი...

,,სხვაგვარად არ შემიძლია, ეს მისი უკანასკნელი სურვილი იყო” – რას გეგმავს წიგნის ,,სოფლის მოძღვრის” ავტორი

ერთმანეთი ტელეკომპანია ,,ქართულ ტელევიზიაში” გაიცნეს. ორივეს საავტორო გადაცემა ჰქონდა. მწერალმა სწორედ მაშინ გადაწყვიტა, დაწყებული წიგნი გვერდით გადაედო და ამ იშვიათ მოძღვარზე დაეწერა. წიგნის ,,სოფლის მოძღვრის” პირველი წარდგენა მწერალთა სახლში მოხდა. ,,იმ დროს მამა თეიმურაზი კომაში იყო. მოძღვრის დედამ, ქალბატონმა მზიამ მითხრა, არავითარ შემთხვევაში არ გადადო. როცა მამაო გამოჯანმრთელდება, კიდევ გააკეთებს წიგნის წარდგენასო. ასეც იყო”, – ამბობს ციცი გურიელი და ცდილობს ტკივილით გაიხსენოს მღვდელი, რომელიც მუდამ მზად იყო ყველასთვის გაეზიარებინა სიყვარული. ციცი გურიელი: წარსულში საუბარი ძალიან მიჭირს. მამა თეიმურაზი იყო მოვლენა, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ სოფლის მოძღვარი უნდოდა ყოფილიყო. ტირის ყველა,…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში – მანქანა დედა-შვილს დაეჯახა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ,,აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლი” წერს, რომ დედა-შვილი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც მათ გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ტაქსი დაეჯახა. თვითმხილველები ამბობენ, რომ დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. დაშავებული მოზარდი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. როგორც კლინიკის ექიმი მედიასთან ამბობს, მოზარდი ამ ეტაპზე კონტაქტურია. ქალი კი უგონო მდგომარეობაში იყო და ბათუმში გადაიყვანეს.

მეტი...

19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე პარაოლიმპიადაზე პირველი მედალი მოუპოვა

საქართველომ პარალიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა. პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა, 19 წლის ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სადებიუტო პარალიმპიადაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ეგვიპტელი სპორტსმენი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა. პირველ შეხვედრაში ქართველმა პარასპორტსმენმა აშშ-ის წარმომადგენელი არიანა პაოლო აგუილა რამოსი დაამარცხა, მეოთხედფინალში პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონ მერიემ ბეთულ ჩავდარს სძლია, ნახევარფინალური შეხვედრა კი ირანელ ზაჰრა რაჰიმთან დათმო. ანა ჯაფარიძე მესამე ქართველი პარასპორტსმენი ქალია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლები ნინა თიბილაშვილმა და ინა ქალდანმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ქართველი პარატაეკვონდოისტები…

მეტი...

სომხეთმა და აზერბაიჯანმა სადელიმიტაციო კომისიების ერთობლივი მუშაობის დებულებას ხელი მოაწერეს

სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების ერთობლივი მუშაობის დებულებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტებმა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები უნდა გაიარონ. როგორც სომხეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, ერევანმა და ბაქომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციაზე მუშაობა 2024 წლის 19 აპრილს დაიწყეს.

მეტი...

დაღუპული 23 წლის ახალგაზრდა თე­ატ­რა­ლუ­რი დასის ,,ლიბერტას” წევრი იყო

თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ სი­მო­ნეთ­თან ახ­ლოს არ­სე­ბულ ხე­ლოვ­ნურ ტბა­ში ნა­პოვ­ნი 23 წლის ახალ­გაზ­რდა თემო ხა­დუ­რია. ახალგაზრდა კაცი ტბაზე თანატოლებთან ერთად საბანაოდ ოთხი დღის წინ იმყოფებოდა. ახლობლების თქმით, ახალგაზრდა წყლის ფსკერზე არსებულ ლამში ჩაეფლო და გამოსვლა ვეღარ შეძლო. მას წყალში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. თემო ხადური აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასის ,,ლიბერტას” წევრი იყო. ,,აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რა­ლუ­რი დასი “ლი­ბერ­ტა” მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ჩვე­ნი სტუ­დენ­ტი­სა და თე­ატ­რა­ლუ­რი და­სის წევ­რის, თემო ხა­დუ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ის გა­მორ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ე­რი და მე­გობ­რუ­ლი იყო. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახს, და­სის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებს!“, – წერს უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

მეტი...

ვაშლიჯვარში კორპუსი უხარისხოდ ააშენა, 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარის ზიანი მიადგა – დაკავებულია 1 ადამიანი

პროკურატურის ინფორმაციით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს ,,თორის” დამფუძნებელზე. კომპანიამ თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა და დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ საცხოვრებელი ფართები სარგებლობაში გადასცა. მოგვიანებით კორპუსს ბზარები გაუჩნდა, დაიწყო ბეტონის რღვევა, კორპუსი ექსპლუატაციისთვის უვარგისია. გამოძიება ამბობს, რომ ბრალდებულმა 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა. სამართალდამცველებმა ის 29 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. ,,2022 წლიდან საცხოვრებელი კორპუსის მზიდ კონსტრუქციაზე სხვადასხვა მიმართულების ბზარები გაჩნდა, ხოლო მოგვიანებით ბეტონის რღვევა განვითარდა. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კორპუსის მზიდ…

მეტი...

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ბელგიურ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერა ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ, ხოლო კონსორციუმის მხრიდან Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა. სიჭინავას თქმით, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს. ზუსტ თარიღს სამინისტრო არ აკონკრეტებს. „იან დე ნული“ ჯგუფი 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. „იან დე ნული“ ჯგუფის საქმიანობა ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ოფშორული ელექტროსადგურების მოწყობა, ზღვის ფსკერის დაღრმავება და საზღვაო ინფრასტრუქტურის…

მეტი...

ლაშა ტალახაძეს მშობლიურ საჩხერეში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

მსოფლიო სპორტის ლეგენდას, 30 წლის ძალოსანს ლაშა ტალახაძეს, ერთადერთ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მშობლიურ საჩხერეში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. თავისუფლების ქუჩაზე ღია ცის ქვეშ ღონისძიებას პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორებიც ესწრებოდნენ. სპორტსმენმა საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან ჯილდოს სახით 20 000 ლარი მიიღო. ტალახაძეს ჩოხოსანთა საზოგადოებამ რაინდის წოდებაც მიანიჭა. „ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს საჩხერლებს, მუნიციპალიტეტს და ყველა გულშემატკივარს, ვინც აქ შეიკრიბა. ძალიან მიხარია, რომ ჩემს დასახვედრად მოვიდნენ. ძალიან ბედნიერი ვარ. მათ გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობ და მათი წყალობით ვაღწევ ამხელა წარმატებას. თითოეული ჩემი გამარჯვება მათ ეძღვნებათ. ასევე მინდა მადლობდა ვუთხრა ჩვენს ოლიმპიელებს, ვინც…

მეტი...

,,მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, ვინც პირობა დადო, საბოლოოდ მოგვაწოდონ საჰაერო თავდაცვის სისტემები” – კულება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ დაპირებული საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების კუთხით. „კარგი პროგრესი გვაქვს და განცხადებებიც გაკეთდა, მაგრამ Patriot-ის სისტემების მიწოდება გამოცხადდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის უკრაინისათვის მიწოდებული. ასე რომ, მე მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, ვინც დადო პირობა, საბოლოოდ მოგვაწოდონ ეს სისტემები. მიწოდების დაყოვნების საფასური ზიანი და ადამიანების სიცოცხლეა“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მეტი...

,,სახელმწიფო დეპარტამენტი ,,ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას” – მილერი

,,ბრალდებები კატეგორიულად მცდარია”, – ასე პასუხობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას, თითქოს შეერთებული შტატები საქართველოში ე.წ. ფერად რევოლუციასა და ,,თბილისის მაიდანს” გეგმავს. ,,უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად, საქართველოს ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია გვაქვს. ბრალდებები კატეგორიულად მცდარია. კრემლმა მოაწყო 2008 წლის შეჭრა და დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. კრემლი აგრძელებს სასტიკ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – აცხადებს მეთიუ მილერი, ,,ამერიკის ხმის” კითხვაზე გაცემულ, წერილობით პასუხში. მილერი, ასევე ეხმიანება ,,ქართული ოცნების” ლიდერების მიერ გაცემულ წინასაარჩევნო დაპირებას,…

მეტი...

პაკისტანში მეწყერს 12 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში ჩამოწოლილ მეწყერს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქია ზემო დირის რაიონში მოხდა, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. ჩინური მედიის ცნობით, დაღუპულები, რომელთა შორის სამი ქალი, ექვსი ბავშვი და სამი მამაკაცია, ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. მათ ეძინათ, როცა მეწყერი მათ სახლზე ჩამოწვა. ყველა ცხედარი ნაპოვნი და ნანგრევებიდან ამოყვანილია. გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. პაკისტანის ზოგ რაიონში კვლავ გადაუღებლად წვიმს.

მეტი...

ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზებს დათანხმდა პოლიომიელიტის ვაქცინაციისთვის

ისრაელი დათანხმდა სექტემბერში ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ პაუზებს, რათა ანკლავში მცირეწლოვან ბავშვებს პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიეწოდოს. რიკ პეპერკორნმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პაუზა დაიწყება 1 სექტემბერს და დაიყოფა სამ 3-დღიან ფაზად. ჰუმანიტარული პაუზა ჯერ იქნება ცენტრალურ ღახაში 3 დღის განმავლობაში, შემდეგ სამხრეთ ღაზაში და შემდეგ ჩრდილოეთ ღაზაში. ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს დაუდასტურა, რომ პოლიომიელიტის ვაქცინაცია ღაზაში 1 სექტემბერს დაიწყება. ბასემ ნაიმმა, “ჰამასის” პოლიტბიუროს წევრმა, თქვა, რომ მებრძოლი ჯგუფი მიესალმა ღაზაში ვაქცინაციის განხორციელების მიზნით პაუზის გატარებას. ,,ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ კამპანიის უზრუნველსაყოფად”, – დასძინა მან. ომის შემდეგ,…

მეტი...

,,ჩვენ არ გვინდა მეტი იარაღი უკრაინაში, არ გვინდა მეტი სიკვდილი, არ გვინდა ომის ესკალაცია” – პიტერ სიიარტო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ჟოზეფ ბორელის წინადადებები უკრაინასთან დაკავშირებით უგუნურია. მანამდე ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ უნდა მოიხსნას შეზღუდვები უკრაინისათვის გადაცემული იარაღის რუსეთის შიგნით გამოყენებაზე. „ჩვენ არ გვინდა მეტი იარაღი უკრაინაში, არ გვინდა მეტი სიკვდილი, არ გვინდა ომის ესკალაცია, არ გვინდა კრიზისის გაფართოება ახლო აღმოსავლეთში. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ საღი აზრისა და მშვიდობის მხარდაჭერას“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

მეტი...

„კიდევ ვერ ვიჯერებ თემო” – ვრცელდება ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვიდეო

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთთან ახლოს არსებულ ხელოვნურ ტბაში 23 წლის ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა კაცი ტბაზე თანატოლებთან ერთად საბანაოდ ოთხი დღის წინ იმყოფებოდა. ახლობლების თქმით, ახალგაზრდა წყლის ფსკერზე არსებულ ლამში ჩაეფლო და გამოსვლა ვეღარ შეძლო. მას წყალში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. „თემო რატო ძმაო. ეს რა ქენი, რატო დაგვტოვე ჩემო ტკბილო მეგობარო. შეხვედრამედე. კიდევ ვერ ვიჯერებ თემო. ჩემო წმინდა სულის ადამიანო როგორ გიყვარდი, სულ მაქებდი. ამ სიყვარულით დაგიმკვიდროს ნათელი ღმერთმა .” “ქრისტეში ძვირფასო ძმებო და დებო კიდე ერთი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეწყდა! კვირა დღის ძებნის მერე გარდაცვლილი იპოვეს ჩემი სულიერი…

მეტი...

დღეს პარალიმპიადაზე გიორგი ნიკოლაძე, ვლადიმერ ჭინჭარაული და დავით ქავთარაძე იასპარეზებენ

დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე კიდევ 3 ქართველი პარასპორტსმენი იასპარეზებს. მედლებისთვის ბრძოლაში 30 აგვისტოს ჩაერთვებიან: გიორგი ნიკოლაძე (პარატაეკვონდო, 70 კგ), ვლადიმერ ჭინჭარაული (პარასროლა – R4 პნევმატური შაშხანიდან სროლა სადგამით), დავით ქავთარაძე (პარამძლეოსნობა – F38 – შუბის ტყორცნა). საქართველოს გუნდს უკვე აქვს ერთი მედალი. ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაო მოიპოვა.

მეტი...

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის წილისყრის შედეგები ცნობილია

მონაკოში ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლების სეზონი პირველი ეტაპის წილისყრა ჩატარდა. წელს ტურნირი ახალი ფორმატით გაიმართება. ისტორიაში პირველად ძირითად ეტაპზე 36 გუნდი ითამაშებს. კლუბები რეიტინგის მიხედვით 4 კალათში გადანაწილდნენ. თითოეული გუნდი რვა მატჩს გამართავს და თითოეული კალათიდან 2 მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდება. ასევე აღარ იქნება საპასუხო მატჩები – გუნდები ერთმანეთს ამ ეტაპის ფარგლებში მხოლოდ ერთხელ შეხვდებიან. გურამ კაშიას „სლოვანის“ მეტოქეები იქნებიან: „მანჩესტერ სიტი“ (შინ), „ბაიერნი“ (სტუმრად), „მილანი“ (შინ), „ატლეტიკო“ (სტუმრად), „დინამო ზაგრები“ (შინ), „სელტიკი“ (სტუმრად), „შტუტგარტი“ (შინ), „ჟირონა“ (სტუმრად). ოთარ კიტეიშვილის „შტურმის“ მეტოქეები იქნებიან: „ლაიპციგი“ (შინ), „დორტმუნდი“ (სტუმრად), „ბრიუგე“ (შინ), „ატალანტა“ (სტუმრად), „სპორტინგი“…

მეტი...

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება

30 აგვისტოდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ-დასავლეთიდან, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. ინფორმაციას air.gov.ge ავრცელებს. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჰაერის ხარისხი ყველაზე ცუდი ამ ეტაპზე ქ. რუსთავში მეგობრობის გამზირი #35ა -ზე არსებულ სადგურზე ფიქსირდება. 101.68 PM10 მკგ/მ3 (PM10 – ეს არის ჩასუნთქვადი/ინჰალაციური ნაწილაკები, რომელთა დიამეტრი არის 10 მიკრონი (იგივე მიკრომეტრი) ან უფრო ნაკლები. საქართველოში PM10-ის ზღვრულად დასაშვები ნორმა არის 50 მკგ/მ3). რაც შეეხება თბილისს აქ ჰაერის ცუდი ხარისხი ძირითადი…

მეტი...

,,სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება” – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეშფოთებულები არიან საქართველოს ტრაექტორიით, რომლითაც ქვეყანა ბლოკის წევრობას შორდება. ამ თემაზე მან გუშინ ბრიუსელში მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. ,,ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება, სადაც სულ უფრო მეტად გვაშფოთებს ამ ქვეყნის ტრაექტორია, რომელიც ევროკავშირს შორდება”, – აღნიშნა დიპლომატმა.

მეტი...

,,დაშავებული არავინაა, კომერციული ფართი შენდებოდა” – ახალი დეტალები დიდი დიღმიდან

თბილისში, დიდ დიღომში, გვიან ღამით, მშენებარე შენობის სართული ჩამოინგრა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა თინათინის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე კომერციული ფართი „ფრესკო“ შენდებოდა. საბედნიეროდ, შენობაში არავინ იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

იაპონიაში ევაკუირებულია მილიონამდე ადამიანი – არის მსხვერპლიც

იაპონიაში, ქალაქ გამაგორში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი ჩამარხა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ქარიშხლის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ქვეყნის ხელისუფლებამ 4 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა. შემთხვევის შედეგად ელექტროენერგია 160 000-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება. გაუქმებულია 800-ზე მეტი შიდა ფრენა, ძლიერი წვიმის გამო შეჩერებულია რკინიგზის მუშაობაც.

მეტი...

,,უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივების გადაცემა ჩვენი ფულის ქურდობაა” – პესკოვი

,,უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივების გადაცემა ჩვენი ფულის ქურდობაა”, – ამბობს კრემლის პრეს-სპიკერი, დმიტრი პესკოვი. ,,უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივების გადაცემა უკანონო ქმედებაა, რომელსაც იურიდიული შედეგები აუცილებლად ექნება. ეს სხვა არაფერია, თუ არა უკანონო ექსპროპრიაცია, უბრალო ენით რომ ვთქვათ, ეს ჩვენი ფულის ქურდობაა”, – აღნიშნა პესკოვმა.

მეტი...

,,ეს უბრალოდ დროის ფუჭად კარგვაა, სხვა არაფერი” – კახა კალაძე

„თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, ამაზე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, ვერც ჩვენ და ვერც ქვეყნის მოსახლეობამ. პასუხი რაც ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის წამომადგენელს პარლამეტში, ეს იყო „იმიტომ“! ეს არის სამწუხარო რეალობა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც მას სალომე ზურაბიშვილის მიერ გამჭვირვალობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე ჰკითხეს. „ეს უბრალოდ დროის ფუჭად კარგვაა, სხვა არაფერი, იმიტომ რომ აღნიშნული კანონპროქტი, რომელიც ითვალისწინებს და მოითხოვს მხოლოდ გამჭვირვალობას, როგორ შეიძლება იყოს ცუდი, ეწინააღმდეგებოდეს ან ევროპულ კონსტიტუციას ან ევროპულ ღირებულებებს, წარმოუდგენელია. ეს არის უბრალოდ იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ბოლო…

მეტი...

,,საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს” – კახა კალაძე

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შეუთანხმებლად არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. „ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, არ იქნება არანაირი ნაბიჯი გადადგმული, ვიდრე საბოლოო შეთანხმება არ იქნება. თქვენ იცით, რომ საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მეტი...

ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ნეაპოლში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დაკავებულია 36 წლის ქართველი კაცი, რომელიც ქვეყანაში უკანონო ცხოვრების ცხოვრების გამოა ნასამართლევი. მედიის ინფორმაციით, კორსო გარიბალდიში, კაცმა პოლიცია გამოიძახა მაშინ, როცა ცნობილი გახდა, რომ, სავარაუდოდ, ავტობუსის მოლოდინში გაჩერებაზე მდგარ ქალს, მობილური ტელეფონი მოპარეს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მალევე, ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე იპოვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მეტი...

დიდ დიღომში, მშენებარე შენობის სართული ჩამოინგრა

თბილისში, დიდ დიღომში, გვიან ღამით, მშენებარე შენობის სართული ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

უკრაინამ კურსკის ოლქში სარკინიგზო მაგისტრალი დააზიანა

უკრაინამ კურსკის ოლქში, ქალაქ ლგოვის მახლობლად რკინიგზის ნაწილზე იერიში მიიტანა. ქალაქის მერის ალექსეი კლევეშოვის განცხადებით, დაზიანებულია სარკინიგზო მაგისტრალი. “ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშში მოყვა. შეტევის შედეგად დაზიანდა ლგოვი-კიევსკის სარკინიგზო მაგისტრალი”– ამბობს კლევეშოვი. ცნობისთვის, ლგოვი კურსკის ოლქის მსხვილი სარკინიგზო კვანძია, რომლიდანაც მატარებლები ბრიანსკისა და ვორონეჟის ოლქების, ასევე უკრაინის მიმართულებით დადიან.  

მეტი...

ანა ჯაფარიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების სადებიუტო დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ეგვიპტელი მოწინააღმდეგე დამატებით დროში მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა. საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით ასპარეზობს. პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა – ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება.  

მეტი...

„სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ტრაექტორიით”- ჯოზეფ ბორელი

„სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება“ – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბორელი ამბობს, რომ სამიტზე საქართველოში არსებული ვითარებაც განიხილეს. „ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ ამ ქვეყნის ტრაექტორიაზე, რომელიც ევროკავშირს შორდება“ – განაცხადა ბორელმა.  

მეტი...

“თითოეულ მოსამართლეს აქვს არჩევანი დადგეს ან ქართველი ხალხის გვერდით ან დადგეს ივანიშვილის გვერდით”- ბოკუჩავა”

„ახლა ჯერი საკონსტიტუციო სასამართლოზეა, რადგან თითოეულ მოსამართლეს აქვს არჩევანი დადგეს ან ქართველი ხალხის გვერდით, ან დადგეს ივანიშვილის გვერდით, ან დადგეს საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად ქართველ ხალხთან , ან ჩაყვეს ივანიშვილს იმ იზოლაციაში, იმ სიღატაკეში, რასაც თავს ახვევს ქვეყანას 12 წლის მანძილზე“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხის არჩევანი იქნება ევროპული კეთილდღეობისთვის. „მე მჯერა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხის არჩევანი იქნება ევროპული კეთილდღეობისთვის, როდესაც ჩვენ უარს ვეტყვით სიღატაკეს იზოლაციაში, მე მჯერა, რომ ჩვენ ერთიანობით გავიმარჯვებთ, რადგან ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ეს არის…

მეტი...