თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთთან ახლოს არსებულ ხელოვნურ ტბაში ნაპოვნი 23 წლის ახალგაზრდა თემო ხადურია. ახალგაზრდა კაცი ტბაზე თანატოლებთან ერთად საბანაოდ ოთხი დღის წინ იმყოფებოდა.
ახლობლების თქმით, ახალგაზრდა წყლის ფსკერზე არსებულ ლამში ჩაეფლო და გამოსვლა ვეღარ შეძლო. მას წყალში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
თემო ხადური აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასის ,,ლიბერტას” წევრი იყო.
,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის თეატრალური დასი “ლიბერტა” მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სტუდენტისა და თეატრალური დასის წევრის, თემო ხადურის გარდაცვალების გამო.
ის გამორჩეულად ნიჭიერი და მეგობრული იყო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, დასის წევრებსა და მეგობრებს!“, – წერს უნივერსიტეტი.