უკრაინამ კურსკის ოლქში, ქალაქ ლგოვის მახლობლად რკინიგზის ნაწილზე იერიში მიიტანა. ქალაქის მერის ალექსეი კლევეშოვის განცხადებით, დაზიანებულია სარკინიგზო მაგისტრალი.
“ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშში მოყვა. შეტევის შედეგად დაზიანდა ლგოვი-კიევსკის სარკინიგზო მაგისტრალი”– ამბობს კლევეშოვი.
ცნობისთვის, ლგოვი კურსკის ოლქის მსხვილი სარკინიგზო კვანძია, რომლიდანაც მატარებლები ბრიანსკისა და ვორონეჟის ოლქების, ასევე უკრაინის მიმართულებით დადიან.