,,სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება” – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეშფოთებულები არიან საქართველოს ტრაექტორიით, რომლითაც ქვეყანა ბლოკის წევრობას შორდება. ამ თემაზე მან გუშინ ბრიუსელში მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

,,ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება, სადაც სულ უფრო მეტად გვაშფოთებს ამ ქვეყნის ტრაექტორია, რომელიც ევროკავშირს შორდება”, – აღნიშნა დიპლომატმა.

მსგავსი თემები