ხვრინვის გამო მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა

ხვრინვის გამო მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა ფილადელფიაში, ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა.

პოლიციის ცნობით, დაპირისპირება 62 წლის რობერტ უოლესსა და კრისტოფერ კეისის შორის მოხდა. როგორც ჩანს, რობერტ უოლესს კრისტოფერის ხვრინვა აწუხებდა. მათი სახლები კედლით იყო გაყოფილი.

როგორც კეისი იხსენებს, მეზობელი მასთან ხვრინვის გამო საქმის გასარჩევად მივიდა, თუმცა ლაპარაკი დაპირისპირებაში გადაიზარდა. თავის დასაცავად, კეისიმ მასთან მისულ მეზობელს კი დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. კაცი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა.

გასულ კვირას, კეისიმ საოლქო სასამართლოში დანაშაული აღიარა უნებლიე მკვლელობისთვის. უოლესის ოჯახმა სასამართლოს უთხრა, რომ მოკლული მამაკაცი დიდი ხანია ვერ იძინებდა კეისის ხვრინვის გამო. ამან მასში იმდენად გამოიწვია დაღლილობა, რომ უარყოფითად იმოქმედა მის შრომისუნარიანობაზე და პირად ცხოვრებაზე.

მსგავსი თემები