„სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ტრაექტორიით”- ჯოზეფ ბორელი

„სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება“ – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელი ამბობს, რომ სამიტზე საქართველოში არსებული ვითარებაც განიხილეს.

„ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ ამ ქვეყნის ტრაექტორიაზე, რომელიც ევროკავშირს შორდება“ – განაცხადა ბორელმა.

 

მსგავსი თემები