კენიაში, ტყეში ნაპოვნი 429 ცხედრის ისტორიას იკვლევენ

კენიელი კულტის ლიდერი, რომელიც, სამოთხეში მოსახვედრად, მომხრეებს შიმშილით სიკვდილისკენ მოუწოდებდა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. თვითგამოცხადებული პასტორი, პოლ მაკენზი, კიდევ 94 ეჭვმიტანილთან ერთად, სასამართლოს წინაშე დღეს წარდგა. მაკენზი 2023 წლის აპრილში დააკავეს მას შემდეგ, რაც ტყეში დამარხული 429 ცხედარი აღმოაჩინეს, რომელთაც შიმშილისა და ძალადობის კვალი ეტყობოდათ. გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც იყვნენ. ბრალდების მხარის თქმით, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში, სასამართლოს ჩვენებას 400-ზე მეტი ადამიანი მისცემს. კენიაში მსგავსი შემთხვევის პრეცედენტი არ არსებობს და მასობრივ თვითმკვლელობაში დამნაშავეებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. არსებული ინფორმაციით, პოლ მაკენზითავის მიმდევრებს არწმუნებდა, რომ სამოთხეში უფრო სწრაფად მოხვდებოდნენ, თუ შიმშილით თავს მოიკლავდნენ.…

მეტი...

,,დილის 8 საათზე გავიდა სახლიდან მაღაზიაში და არ დაბრუნებულა” – თბილისში ბავშვს ეძებენ

რამდენიმე საათია თბილისში, დაარგულ ბავშვს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ბიჭი ვარკეთილში, დილის 8 საათზე სახლიდან მაღაზიაში გავიდა და მას შემდეგ არ ჩანს. ,,ვარკეთილი 3-იდან, დილის 8 საათზე გავიდა სახლიდან მაღაზიაში და არ დაბრუნებულა, სავარაუდოდ სადაც ვიფიქრეთ რომ წავიდოდა იქ არ ჩანს, აცვია ეს მაისური და გრძელი შორტი, თუ ვინმემ შეამჩნიოთ სადმე იქნებ დაგვიკავშირდეთ. 595394027 (დედა), 555788886 (ძმა). მადლობა ყურადღებისთვის, თუ რამეს გავიგებთ განვაახლებ პოსტს აუცილებლად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

6 თვეში, სახელმწიფო ზრუნვისა სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 957 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში (იანვარი-ივნისი) სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 957 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება. სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, შემთხვევების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება: ფიზიკური – 212; ფსიქოლოგიური – 187; სექსუალური – 79; უგულებელყოფა – 140; იძულება – 8; ეკონომიკური ძალადობა – 5; ადრეული ქორწინება – 112; შრომითი ექსპლუატაცია – 0; ბულინგი/კიბერბულინგი – 12; სხვა – 202. გასული წლების ძალადობაზე შესული შეტყობინებების სტატისტიკა კი ასეთია: 2020 წელი 1818 შემთხვევა 2021 წელი 1904 შემთხვევა 2022 წელი 4131 შემთხვევა 2023 წელი 1564 შემთხვევა

მეტი...

კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა

კურსკის ოლქში შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა სოფელ გლუშკოვოს მოსახლეობისთვის სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა. ინფორმაციას გამოცემა ,,მედუზა” ავრცელებს. როგორც ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, ევაკუაციის კოორდინაციას ძალოვანები, ადგილობრივი ადმინისტრაცია და კურსკის ცენტრ „პატრიოტის“ წარმომადგენლები განახორციელებენ.

მეტი...

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ,,მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ,,მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი, ტედროს გებრეიესუსი ავრცელებს. გადაწყვეტილება ვირუსული ინფექციის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებას მოყვა. კონგოს გარდა, ,,მაიმუნის ყვავილის” შემთხვევა დაფიქსირდა ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში.

მეტი...

საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება. ბილეთების ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება და მათი ყიდვა მხოლოდ ონლაინ რეჟიმით იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

მეტი...

ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ნეაპოლში, 27 წლის ქართველი ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს. შემთხვევა, გუშინ დილით სან ფერნანდოში, სავარაუდოდ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. პოლიციამ დაკავებისას ამოიღო 6 სუნამოს შეკვრა და ტანსაცმელი, რომელსაც ის ხელჩანთაში ინახავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ქართველს კრიმინალური ​​​​ისტორია აქვს, თუმცა, დეტალები უცნობია.

მეტი...

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ოთხ აეროდრომს დაარტყეს

უკრაინელმა სამხედროებმა ოთხშაბათს ღამით ერთდროულად რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს. „14 აგვისტოს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად იერიში მიიტანეს ვორონეჟის ოთხ აეროდრომზე. რუსეთის ფედერაციის კურსკის და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებში. დაზიანდა სამხედრო აეროდრომები – „ხალინო“, „სავასლეიკა“, „ბორისოგლებსკი“ და „ბალტიმორი“, – ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში. გენერალური შტაბის ცნობით, აეროდრომებზე ბაზირებულია არმიის ავიაცია, სუ-34 გამანადგურებელი ბომბდამშენი, სუ-35 გამანადგურებელი და სხვა სამხედრო თვითმფრინავები. „მთავარი სამიზნე იყო საწვავის და საპოხი მასალების საწყობები და თვითმფრინავების იარაღი. თავდასხმის შედეგები ზუსტდება“, –…

მეტი...

ბერლინში, ლტოლვილთა ცენტრზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა

ბერლინში, ლტოლვილთა ცენტრზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა მარცანის რაიონში მოხდა, სადაც, 21 წლის ახალგაზრდამ ხალხს დაზიანება ცივი იარაღით მიაყენა. პოლიციამ ის უკვე დააკავა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიცია ამბობს, რომ წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

მეტი...

გიორგი ქოჩორაშვილი მიმართვას ავრცელებს

,,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს ექნებათ იმ ყველაფრის ნახვისა და საკუთარ თავზე გამოცდის შანსი, რაც მე დამეხმარა, რომ მივსულიყავი ჩემს მიზნებთან”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ Levante UD-ის ინიციატივის შესახებ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი. „მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა გაგიზიაროთ ამბავი საქართველოში ლევანტეს საწვრთნელი ბანაკის შესახებ. 19-20 აგვისტოს ლევანტე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში უმასპინძლებს 2006-2011 წლებში დაბადებულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. საწვრთნელი ბანაკის შემდეგ შეირჩევა 10 ფეხბურთელი, რომლებსაც საშუალება ექნებათ მიიღონ მონაწილეობა ლევანტეს პროექტ PLAYER EXPERIENCE-ში და ორი…

მეტი...

,,რაც უფრო თამამი იქნება ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებები, მით უფრო ნაკლებს შეძლებს პუტინი” – ზელენსკი

,,ჩვენ სარაკეტო იარაღი გვჭირდება. რაც უფრო თამამი იქნება ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებები, მით უფრო ნაკლებს შეძლებს პუტინი”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ,,მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეომარს, ასევე უკრაინის თავდაცვის ძალების მეომრებს, უკრაინის თავდაცვის დაზვერვას და ყველა სტრუქტურას, რომელიც ამ პროცესშია ჩართული. მადლობა რუსეთის აეროდრომებზე ზუსტი, ოსტატური და ეფექტური დარტყმისთვის. ჩვენი უკრაინული დრონები მუშაობს ზუსტად ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ არის რაღაცები, რისი გაკეთებაც მარტო დრონით შეუძლებელია. სამწუხაროდ. ჩვენ გვჭირდება სხვა იარაღი – სარაკეტო იარაღი. ვაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას უკრაინის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რადგან ეს ჩვენი გამარჯვების პერსპექტიული…

მეტი...

როგორ უნდა აიღოთ საერთაშორისო მართვის მოწმობა

თუ საქართველოში უკვე ფლობთ მართვის მოწმობას, შეგიძლიათ აიღოთ დოკუმენტი, რომლითაც არაერთ ქვეყანაში ავტომობილით უპრობლემოდ გადაადგილებას მოახერხებთ. მართვის საერთაშორისო მოწმობა 1 წლის განმავლობაში იმოქმედებს. მართვის მოწმობის აღება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია შესაძლებელი. დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში. ვენის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/meBqd

მეტი...

საფრანგეთში ორმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში Rafale-ის ტიპის ორმა გამანადგურებელმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. დაწერა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ სოციალური ქსელ X-ზე. მისი თქმით, ერთი პილოტი გადარჩა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთმა პილოტმა კატაპულტირება მოახერხა. იგი დაშავებულია, თუმცა გონზეა. მეორე პილოტის ბედი ჯერ-ჯერობით უცნობია. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ადგილზე გრძელდება. მასში მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და მეტყევეები არიან ჩართულნი.

მეტი...

,,ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის ბრძოლას” – ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრისას მან უკრაინელი ხალხის ბრძოლას მხარი დაუჭირა. „დმიტრო კულებასთან განვიხილეთ უკანასკნელი მოვლენები ფრონტის ხაზზე და კურსკის კონტრშეტევა. დავუდასტურე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის ბრძოლის მიმართ“, – დაწერა ბორელმა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვერ გატეხა უკრაინის წინააღმდეგობა მისი გაუმართლებელი შეჭრის მიმართ და ახლა იძულებულია დაიხიოს უკან, რუსეთის ტერიტორიაზე.

მეტი...

„ლივერპულმა“ მამარდაშვილის ტრანსფერზე „ვალენსიას“ წინადადებით მიმართა

„ლივერპული“ „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენას აპირებს და კლუბს წინადადებით მიმართა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. „მამარდაშვილის და „ლივერპულის“ მოლაპარაკება გრძელდება. სიახლე მალე იქნება. ინგლისელები სერიოზულად განიხილავენ შესაძლებლობას, რომ ქართველი კიპერი „ვალენსიადან“ 30 მილიონ ევროზე მეტ თანხად შეიძინონ და შემდეგ იჯარით გაუშვან“, – წერს იტალიელი ჟურნალისტი. ცნობების მიხედვით, „წითლები“ „ვალენსიასთან“ აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომლის მიხედვითაც მამარდაშვილი ინგლისელებთან ხელშეკრულებას გააფორმებს, მაგრამ შემდეგ იჯარით სხვაგან გაუშვებს. „Merseyside-ის ჟურნალისტებმა დაადასტურეს კლუბის ინტერესი, თუმცა არის განსხვავებები, როდესაც საქმე გარიგებას ეხება. მამარდაშვილი ბოლო ორნახევარი სეზონის განმავლობაში „ვალენსიას“ პირველი მეკარეა. ის ესპანელებს ქართული კლუბიდან, „დინამო თბილისიდან“ 2021 წელს…

მეტი...

დააკავეს მამაკაცი, რომელიც და ვინჩის ყალბი ნახატის €1.3 მილიონად გაყიდვას გეგმავდა

ესპანეთის ქალაქ მადრიდში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ყალბი ნახატის გაყიდვას 1,3 მილიონ ევროდ გეგმავდა. The Guardian-ის ცნობით, 2022 წელს მამაკაცმა საზღვარზე ნახატის ვადაგასული ექსპორტის ლიცენზია წარადგინა, რის გამოც მოდანის სასაზღვრო პუნქტის მებაჟეები ესპანეთის პოლიციას დაუკავშირდნენ. ექსპორტის ლიცენზიაზე დაყრდნობით (რომელიც ნახატის ავთენტურობის გარანტიას თავისთავად არ იძლევა) ლეონარდო და ვინჩის ეს ნამუშევარი 1.3 მილიონი ევროს ღირებულებისაა და ის საზღვარზე მილანში გასაყიდათ გადაჰქონდათ. იმის მიუხედავად, რომ ლიცენზია ნამდვილი იყო, მისი ვადაგასულობა ნიშნავდა, რომ ნამუშევრის ექსპორტი არალეგალური იყო. მებაჟეების შეტყობინების შემდეგ, ესპანეთის ეროვნული პოლიციის ოფიცრები საფრანგეთის საზღვარზე ნახატის წამოსაღებად ჩავიდნენ, შემდეგ…

მეტი...

,,უკრაინას შეუძლია კურსკის ოლქში ფინური იარაღის გამოყენება” – ფინეთის პრეზიდენტი

,,უკრაინას შეუძლია კურსკის ოლქში ფინური იარაღის გამოყენება”, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბიმ. „ჩვენ არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს იმაზე, თუ რა იარაღის გამოყენება შეუძლია უკრაინას და რა გზით. ამოსავალი წერტილი ისაა, რომ უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავისი თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა. ფინეთის სახელმწიფოს მეთაური დარწმუნებულია, რომ უკრაინელ სამხედროებს უფლება აქვთ კურსკის ოლქის სიღრმეში შევიდნენ, რადგან რუსეთი რეგულარულად ბომბავს კიევს და უკრაინის დიდი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

მეტი...

,,კურსკის ოლქში ოპერაციის მიზანი უკრაინის სასაზღვრო რეგიონების დაცვაა” – უკრაინელი მინისტრი

,,კურსკის ოლქში ოპერაციის მიზანი უკრაინის სასაზღვრო რეგიონების დაცვაა”, – განაცხადა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები ქმნიან უსაფრთხოების ზონას რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. „ამ ზონაში რუსი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. მათ იცავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, რომელსაც უკრაინა სრულად ასრულებს“, – განაცხადა უკრაინელმა მინისტრმა.

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონში, თავდაცვის მიზნით, ,,ბუფერული ზონა” შექმნეს

უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონში, თავდაცვის მიზნით, ,,ბუფერული ზონა” შექმნეს. ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი პრეზიდენტ ზელენსკისთან გამართული სხდომის შემდეგ Telegram-ის საკუთარ არხზე ავრცელებს. ,,შევუერთდი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სხდომას, სადაც კურსკის ოლქში სასტაბილიზაციო ღონისძიებების საკითხები განიხილებოდა. თავდაცვის უფლების რეალიზაციაში, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინას აქვს უფლება არა მხოლოდ თავს იცავდეს, არამედ ის უნდა იცავდეს ყველა საერთაშორისო კონვენციასა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებს. ამიტომ, ჩვენმა სამხედროებმა, კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე, თავდაცვის მიზნით ,“ბუფერული ზონა” შექმნეს, სადაც სურსათის, მედიკამენტებისა და მოსახლეობისთვის ყველა სხვა საჭირო საგნების მიწოდება უნდა იყოს უზრუნველყოფილი”, – დაწერა მან.

მეტი...

ჩრდ.კორეა დეკემბრიდან საერთაშორისო ტურიზმს განაახლებს

ჩრდილოეთ კორეა დეკემბრიდან საერთაშორისო ტურიზმს განაახლებს. თავდაპირველად ტურისტები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამჯიონის რეგიონში დაიშვებიან. მალევე კი, ტურისტული კომპანიების ინფორმაციით, ტურიზმი, სავარაუდოდ, მთელ ქვეყანაში აღდგება. შეგახსენებთ, რომ ჩრდ.კორეაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ტურისტული მიზნით მოგზაურობა კორონავირუსის პანდემიის დროს აიკრძალა. 2023 წელს ქვეყანამ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შეშვება დაიწყო, მათ შორის, ეს შეეხო რუსეთიდან და ჩინეთიდან ჩასული ტურისტების მცირე რაოდენობასაც. თუმცა, ოფიციალურად, ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმი აკრძალულია.

მეტი...

ქუთაისის ციხეში პატიმრების მოწამვლასთან დაკავშირებით პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის ციხეში პატიმრების მოწამვლასთან დაკავშირებით პენიტენციური განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მსჯავრდებულთა შორის გამოვლენილი ჩივილები ენტეროვირუსული ინფექციის სიმპტომებს შეესაბამება და მათი ნაწილი, გართულებების პრევენციის მიზნით, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ,,სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულთა შორის გამოვლენილი ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტეროვირუსული ინფექციის სიმპტომებს. მდგომარეობის შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, მსჯავრდებულთა ნაწილი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. ექიმ-სპეციალისტთა მიერ მათი მდგომარეობა შეფასებულ იქნა როგორც სტაბილური, მსუბუქი ხარისხის დარღვევებით. პაციენტებს გაეწიათ…

მეტი...

ქართველი მებრძოლის, გიორგი ქუფარაშვილის მიმართვა კურსკის ოლქიდან

,,2008 წელს, როცა რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, ერთ-ერთ ღობეზე დაწერეს, ისწავლეთ ომიო. ისე მოხდა, რომ მივყევით ამას, კარგად ვისწავლეთ და ჩამოვედით რუსეთში”, – ამის შესახებ კურსკის ოლქში მებრძოლი ქართველი მებრძოლი, აზოვის პოლკის საბრძოლო-სასწავლო ბატალიონის მეთაური, გიორგი ქუფარაშვილი საუბრობს. ,,2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს, როცა შემოიჭრა საქართველოში ერთ-ერთ ღობეზე დაწერეს წარწერა რუსებმა, რაც ძალიან ცუდად დაგვამახსოვრდა ქართველებს, საწყენი იყო ჩვენთვის. მაგრამ ქართველებს, საბედნიეროდ, ძალიან კარგი მახსოვრობა გვაქვს. მაშინ რუსებმა დაწერეს ესეთი წარწერა: “ამხანაგო ქართველებო, ისწავლეთ სამხედრო საქმე, ისწავლეთ ომი. ჩამოვალთ და შეგამოწმებთ”. ისე მოხდა, რომ მივყევით მათ წარწერას, კარგად ვისწავლეთ, მოვემზადეთ და…

მეტი...

საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ გაგზავნილ ამანათებში ჩადებულ შოკოლადში ამფეტამინის სასიკვდილო დოზა აღმოაჩინეს

საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ გაგზავნილ ამანათებში ჩადებულ შოკოლადში ამფეტამინის სასიკვდილო დოზა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ,,დოიჩე ველე” ავრცელებს. ოთხშაბათს, ახალი ზელანდიის საქველმოქმედო ორგანიზაციამ საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელიც მათ მიერ შეკრებილ ამანათებში მოთავსებულ ,,ამფეტამინიან” შოკოლადებს ეხებოდა. ოკლენდის საქალაქო მისიამ, რომელიც უსახლკაროების მიმართულებით მუშაობს, განაცხადა, რომ შოკოლადები ქალაქის ერთ-ერთმა ანონიმურმა მცხოვრებმა მიიტანა ორგანიზაციაში. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ორგანიზაციის ერთ-ერთ კლიენტს შოკოლადის გემო უცნაურად მოეჩვენა. ახალი ზელანდიის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი აცხადებს, რომ შოკოლადი შეიცავდა სამ გრამამდე ამფეტამინს, რაც სამასჯერ აღემატება ჩვეულებრივ დოზას და ლეტალურ შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი. ახალი ზელანდიის პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

მეტი...

SJC-მა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარის დასაცავად სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარის დასაცავად სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. ,,ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის უფლებების სისტემური დარღვევის ფაქტებზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი წარადგინა. განაცხადში მოსარჩელე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-8 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე დავობს. როგორც ცნობილია, 2021 წლის 15 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების პარალელურად, პანსიონის ყოფილმა აღსაზრდელებმა სხვადასხვა მედიასაშუალებებით, ღიად ისაუბრეს…

მეტი...

ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა

ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სრეტა ტავისინი თანამდებობიდან გადააყენა. Reuters-ის ცნობით, სასამართლომ პრემიერი კონსტიტუციის დარღვევაში დამნაშავედ ცნო. მან საკუთარ კაბინეტში სამუშაოდ იურისტი აიყვანა, რომელსაც სასჯელი ჰქონდა მოხდილი. უძრავი ქონების დარგში მაგნატი ტავისინი ტაილანდის მეოთხე პრემიერი გახდა ბოლო 16 წლის განმავლობაში, ვისაც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა და თანამდებობიდან გაათავისუფლა. ტაილანდის კანონმდებლობის თანახმად, ახალი პრემიერი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. მთავრობის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ტავისინი ტაილანდის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2023 წლიდან იკავებდა.

მეტი...

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარია

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარია. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES.GE ავრცელებს და წერს, რომ ცეცხლი კობალაძის ქუჩაზე, კორპუსის მეორე სართულზე არსებულ ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

ბუდუს ორი გოლი ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესოებს შორის დაასახელეს

ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა საწყისი ორი ტურის საუკეთესო ხუთი გოლი დაასახელა და პირველი ტურის რჩეულებს შორის ბუდუ ზივზივაძის ორი გასროლა მოხვდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუნდესლიგა 2-ის პირველი ტურის მთავარი გმირი იყო: „კარლსრუემ“ „ნიურნბერგთან“ საშინაო შეხვედრა 3:2 მოიგო. თუმცა, მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლომდე 0:2 მარცხდებოდნენ, სანამ საქმეში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი არ ჩაერთო. ბუდუმ 45+2-ე წუთზე ანგარიში შეამცირა, 73-ზე გაათანაბრა, ხოლო 78-ზე შესრულებული ჰეთ-თრიქით „კარლსრუეს“ გამარჯვება მოუტანა. ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის კლუბში მეორე სეზონია თამაშობს, მაგრამ ჰეთ-თრიქი პირველად შეასრულა. ხუთეულში მის მიერ გატანილი პირველი და მეორე გოლები მოხვდა. ქართველ თავდამსხმელს კარგი თამაში დაუფასდა…

მეტი...

ლაშა დვალი მეორე შვილის მამა გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ლაშა დვალი მეორე შვილის მამა გახდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში GEO TEAM-ი ავრცელებს. „გახდა „აპოელთან“ ერთად კვიპროსის ჩემპიონი, ითამაშა საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე და დღეს უკვე 2-გზის მამაა. ლაშუკა დვალის მეფური წელი“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ევროპაში ანომალიური სიცხეების გამო, მოქალაქეებს შინ დარჩენისა და დიდი რაოდენობით სითხის მიღებისკენ მოუწოდებენ

ევროპაში ანომალიური სიცხეებია. ქალაქში მოხალისეები გამოჩნდნენ, რომლებიც ქუჩებში გამაგრილებელ სასმელებს არიგებენ. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს შინ დარჩენისა და დიდი რაოდენობით სითხის მიღებისკენ მოუწოდებს. ანალოგიური ვითარებაა გერმანიაშიც. მიუნხენსა და ახლომდებარე ქალაქებში მოსახლეობა თავს ქალაქის პარკებს აფარებს და შადრევნებში გრილდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

მეტი...

გერმანიის პროკურატურამ „ჩრდილოეთ ნაკადის“ ამფეთქებლის, უკრაინის მოქალაქის დაპატიმრების ორდერი გასცა

გერმანიის გენერალურმა პროკურორმა იენს რომელმა 2022 წელს ბალტიის ზღვაში გამავალი გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა. გავრცელებული ცნობებით, ეჭვმიტანილი, რომელსაც ვლადიმერი ჰქვია, დაივინგის ინსტრუქტორია. ის პოლონეთის ქალაქ პრუშკუვში ცხოვრობდა, თუმცა ახლა გამოძიებას ემალება. უცნობია, ახლა ის უკრაინაშია თუ არა. გამოძიების ცნობით, ვლადიმერი 2022 წლის 8 სექტემბერს იმ მანქანაში იჯდა, რომელსაც დაივერები ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე გერმანულ ქალაქ რიუგენში გადაჰყავდა. მას შემდეგ, რაც ვლადიმერი თანამზრახველებთან ერთად რიუგენში ჩავიდა, ის „ანდრომედეს“ იახტაზე გადაჯდა და ზღვაში შევიდა, რასაც შემდეგ გაზსადენის აფეთქება მოჰყვა. გერმანიის სამართალდამცველები ვლადიმერის გარდა ეძებენ კიდევ ორ…

მეტი...

საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩის ბილეთები, რომელიც 7 სექტემბერს, თბილისში გაიმართება, მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება. ინფორმაციას „ჯვაროსნების“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. „7 სექტემბერს, 20 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს. საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების გაყიდვა, 15 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება“, – წერია განცხადებაში.  

მეტი...

,,კურსკის რეგიონში წინ წავიწიეთ, დილიდან 100-ზე მეტი რუსი სამხედროა ტყვედ ჩავარდნილი” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცადებით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონში კიდევ წაიწიეს წინ და დილის მერე, 100-მდე რუსი სამხედრო დაატყვევეს. ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელთან, ალექსანდრ სირსკისთან საუბრის შემდეგ გაავრცელა. ,,შემდგომ პროგრესს ვაღწევთ კურსკის რეგიონში. დღის დასაწყისიდან სხვადასხვა რაიონში 1-2 კილომეტრამდე. ამავე პერიოდში 100-ზე მეტი ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცია. ეს დააჩქარებს ჩვენი ბიჭებისა და გოგოების სახლში დაბრუნებას”, – ამბობს ზელენსკი.

მეტი...

„ქვეყანაში ყველაზე მეტად კორონავირუსია გავრცელებული“ – ივანე ჩხაიძე

,,ქვეყანაში ყველაზე მეტად კორონავირუსია გავრცელებული – გასული წლის ამ პერიოდში არ გვქონდა გავრცელების ასეთი მაღალი მაჩვენებელი, მისი აღმოჩენა ზაფხულის პერიოდში ალოგიკურია”, – განაცხადა „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ. მისი თქმით, ქვეყანაში ასევე ცირკულირებს ისეთი ვირუსები, რაც ზაფხულის სეზონისთვის არის დამახასიათებელი, კერძოდ – რინოვირუსი, ადენოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, ენტეროვირუსი. „იცით, რომ კორონავირუსი რესპირატორული ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება, მას სეზონური პიკი უნდა ჰქონდეს, მისი აღმოჩენა ზაფხულის პერიოდში ალოგიკურია. მოლოდინიც იყო, რომ კორონავირუსი ზამთრის განმავლობაში იქნებოდა, თუმცა, ამ კორონავირუსს არ ახასიათებს დამორჩილება სტანდარტული მიმდინარეობის თვალსაზრისით. ახლა, მიმდინარე წლის 31-ე კალენდარულ კვირას,…

მეტი...

ზურა ბერიკაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

მსახიობ ზურა ბერიკაშვილის დისშვილი, ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში ზურას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს: „ძვირფასო ხალხო, ჩემს საყვარელ ბიძას ისევ ესაჭიროება სისხლი. თუ ვინმე შეძლებთ დახმარებას, შეგიძლიათ მიხვიდეთ კავკასიის მედიცინის ცენტრში, ჩააბაროთ ნებისმიერი ჯგუფის სისხლი და ამის სანაცვლოდ ზურასთვის მოგვცემენ შესაბამისი ჯგუფის სისხლს. უდიდესი მადლობა ყველას, ვინც შეძლებთ დახმარებას“, – წერს ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

საბერძნეთის ტერიტორიის ნახევარზე განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული

ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის გამო, ზღვისპირა ქალაქი, ნეა მაკრი ევაკუირებულია. ინფორმაციას independent-ი ავრცელებს. ამ დროისთვის, ხანძრის ლოკალიზებისთვის 700 მეხანძრე მაშველი მუშაობს. მეტეოროლოგების ცნობით, ქარიშხალი საათში 60-70 კილომეტრს მიაღწევს, რაც საფრთხეს უქმნის ათასობით ადამიანს. საბერძნეთის ტერიტორიის ნახევარზე განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამო გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია ათობით ადამიანი.

მეტი...

ქუთაისის ციხეში პატიმრები მოიწამლნენ

ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში, სავარაუდოდ, სასმელი წყლით მსჯავრდებულები მოიწამლნენ. უფლებადამცველების თქმით, პატიმრები დილით ქუთაისიდან თბილისში, კლინიკა ,,ვივა მედში” გადაიყვანეს. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით უცნობია. უფლებადამცველები არ გამორიცხავენ ენტეროვირუსსაც: ,,ჩემი ერთ-ერთი პატიმარი მოიწამლა. არ ვიცი რის ბრალია, მაგრამ ვიცი, რომ ციხის თანამშრომლებიც პირბადეებით დადიან, რაღაცა ვირუსი არის”, – ამბობს ადვოკატი ნიკოლოზ კანკავა. ,,ქუთაისის მეორე დაწესებულებაში ენტეროვირუსის სიმპტომატიკით მოწამლული არიან მსჯავრდებულები და გადაყვანილი არიან “ვივა მედში”. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, არის 15 მსჯავრდებული, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იყოს მეტიც. მათ შორის არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც”, – ამბობს ადვოკატი სოფო ბონდარენკო.…

მეტი...