ქუთაისის ციხეში პატიმრები მოიწამლნენ

ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში, სავარაუდოდ, სასმელი წყლით მსჯავრდებულები მოიწამლნენ. უფლებადამცველების თქმით, პატიმრები დილით ქუთაისიდან თბილისში, კლინიკა ,,ვივა მედში” გადაიყვანეს. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით უცნობია.

უფლებადამცველები არ გამორიცხავენ ენტეროვირუსსაც:

,,ჩემი ერთ-ერთი პატიმარი მოიწამლა. არ ვიცი რის ბრალია, მაგრამ ვიცი, რომ ციხის თანამშრომლებიც პირბადეებით დადიან, რაღაცა ვირუსი არის”, – ამბობს ადვოკატი ნიკოლოზ კანკავა.

,,ქუთაისის მეორე დაწესებულებაში ენტეროვირუსის სიმპტომატიკით მოწამლული არიან მსჯავრდებულები და გადაყვანილი არიან “ვივა მედში”. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, არის 15 მსჯავრდებული, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იყოს მეტიც. მათ შორის არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც”, – ამბობს ადვოკატი სოფო ბონდარენკო.

ადვოკატები ციხის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს, ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი თემები