ჩრდ.კორეა დეკემბრიდან საერთაშორისო ტურიზმს განაახლებს

ჩრდილოეთ კორეა დეკემბრიდან საერთაშორისო ტურიზმს განაახლებს. თავდაპირველად ტურისტები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამჯიონის რეგიონში დაიშვებიან. მალევე კი, ტურისტული კომპანიების ინფორმაციით, ტურიზმი, სავარაუდოდ, მთელ ქვეყანაში აღდგება.

შეგახსენებთ, რომ ჩრდ.კორეაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ტურისტული მიზნით მოგზაურობა კორონავირუსის პანდემიის დროს აიკრძალა. 2023 წელს ქვეყანამ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შეშვება დაიწყო, მათ შორის, ეს შეეხო რუსეთიდან და ჩინეთიდან ჩასული ტურისტების მცირე რაოდენობასაც. თუმცა, ოფიციალურად, ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმი აკრძალულია.

მსგავსი თემები