უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონში, თავდაცვის მიზნით, ,,ბუფერული ზონა” შექმნეს

უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონში, თავდაცვის მიზნით, ,,ბუფერული ზონა” შექმნეს. ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი პრეზიდენტ ზელენსკისთან გამართული სხდომის შემდეგ Telegram-ის საკუთარ არხზე ავრცელებს.

,,შევუერთდი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სხდომას, სადაც კურსკის ოლქში სასტაბილიზაციო ღონისძიებების საკითხები განიხილებოდა. თავდაცვის უფლების რეალიზაციაში, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინას აქვს უფლება არა მხოლოდ თავს იცავდეს, არამედ ის უნდა იცავდეს ყველა საერთაშორისო კონვენციასა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებს.

ამიტომ, ჩვენმა სამხედროებმა, კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე, თავდაცვის მიზნით ,“ბუფერული ზონა” შექმნეს, სადაც სურსათის, მედიკამენტებისა და მოსახლეობისთვის ყველა სხვა საჭირო საგნების მიწოდება უნდა იყოს უზრუნველყოფილი”, – დაწერა მან.

მსგავსი თემები