ქართველი მებრძოლის, გიორგი ქუფარაშვილის მიმართვა კურსკის ოლქიდან

,,2008 წელს, როცა რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, ერთ-ერთ ღობეზე დაწერეს, ისწავლეთ ომიო. ისე მოხდა, რომ მივყევით ამას, კარგად ვისწავლეთ და ჩამოვედით რუსეთში”, – ამის შესახებ კურსკის ოლქში მებრძოლი ქართველი მებრძოლი, აზოვის პოლკის საბრძოლო-სასწავლო ბატალიონის მეთაური, გიორგი ქუფარაშვილი საუბრობს.

,,2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს, როცა შემოიჭრა საქართველოში ერთ-ერთ ღობეზე დაწერეს წარწერა რუსებმა, რაც ძალიან ცუდად დაგვამახსოვრდა ქართველებს, საწყენი იყო ჩვენთვის. მაგრამ ქართველებს, საბედნიეროდ, ძალიან კარგი მახსოვრობა გვაქვს. მაშინ რუსებმა დაწერეს ესეთი წარწერა: “ამხანაგო ქართველებო, ისწავლეთ სამხედრო საქმე, ისწავლეთ ომი. ჩამოვალთ და შეგამოწმებთ”. ისე მოხდა, რომ მივყევით მათ წარწერას, კარგად ვისწავლეთ, მოვემზადეთ და ჩვენ თვითონ ჩამოვედით რუსეთში.

ასე რომ, თუ საჭირო იქნება გამოცდის ჩასაბარებლად, კიდევ ერთხელ ჩამოვალთ ჩვენც და სხვა ქართველებიც. აქ ახლა ვიმყოფებით რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში, ეს ყველამ კარგად იცის და ისევე მინდა ჩემს ვეტერანებს ვუთხრა, რომ იგივე პასუხს დავუტოვებთ ჩვენ მათ ასევე სამახსოვროდ”, – ამბობს ქუფარაშვილი.

მსგავსი თემები