,,რაც უფრო თამამი იქნება ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებები, მით უფრო ნაკლებს შეძლებს პუტინი” – ზელენსკი

,,ჩვენ სარაკეტო იარაღი გვჭირდება. რაც უფრო თამამი იქნება ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებები, მით უფრო ნაკლებს შეძლებს პუტინი”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

,,მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეომარს, ასევე უკრაინის თავდაცვის ძალების მეომრებს, უკრაინის თავდაცვის დაზვერვას და ყველა სტრუქტურას, რომელიც ამ პროცესშია ჩართული. მადლობა რუსეთის აეროდრომებზე ზუსტი, ოსტატური და ეფექტური დარტყმისთვის. ჩვენი უკრაინული დრონები მუშაობს ზუსტად ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ არის რაღაცები, რისი გაკეთებაც მარტო დრონით შეუძლებელია. სამწუხაროდ.

ჩვენ გვჭირდება სხვა იარაღი – სარაკეტო იარაღი. ვაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას უკრაინის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რადგან ეს ჩვენი გამარჯვების პერსპექტიული გადაწყვეტილებაა. ეს უნდა გაკეთდეს. რაც უფრო თამამი იქნება ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებები, მით უფრო ნაკლებს შეძლებს პუტინი.

დღეს კი შეხვედრა გავმართე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, თავდაცვის სამინისტროსთან, ჩვენს აპარატთან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან. ჩვენ მოვამზადეთ ჩვენი მოქმედებების ალგორითმი, რათა მივაღწიოთ ჩვენი პარტნიორების მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება! დიდება ყველას, ვინც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის! დიდება უკრაინას!”, – აცხადებს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები