ბუდუს ორი გოლი ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესოებს შორის დაასახელეს

ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა საწყისი ორი ტურის საუკეთესო ხუთი გოლი დაასახელა და პირველი ტურის რჩეულებს შორის ბუდუ ზივზივაძის ორი გასროლა მოხვდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუნდესლიგა 2-ის პირველი ტურის მთავარი გმირი იყო: „კარლსრუემ“ „ნიურნბერგთან“ საშინაო შეხვედრა 3:2 მოიგო. თუმცა, მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლომდე 0:2 მარცხდებოდნენ, სანამ საქმეში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი არ ჩაერთო.

ბუდუმ 45+2-ე წუთზე ანგარიში შეამცირა, 73-ზე გაათანაბრა, ხოლო 78-ზე შესრულებული ჰეთ-თრიქით „კარლსრუეს“ გამარჯვება მოუტანა. ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის კლუბში მეორე სეზონია თამაშობს, მაგრამ ჰეთ-თრიქი პირველად შეასრულა. ხუთეულში მის მიერ გატანილი პირველი და მეორე გოლები მოხვდა.

ქართველ თავდამსხმელს კარგი თამაში დაუფასდა და მეორე ბუნდესლიგის სასტარტო ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს ანალიტიკურმა ვებგვერდებმა, Sofascore-მ და Whoscored-მ, ასევე გამოცემა „კიკერმა“ და ტურნირის სპონსორის, BBBank-ის ვებგვერდმა.

მსგავსი თემები