„ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ,რომ თითქოს, მატჩის გამართვა „დინამო არენაზე უსაფრთხოა“- კალაძე

კახა კალაძემ ბოლო დღეებში პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც „დინამო არენას“- უსაფრთხოებას ეხება და აღნიშნა, რომ ეს არის სპეკულაციები. „ამ დღეებში ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ, მათ შორის, პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციები, რომ თითქოს, მატჩის გამართვა „დინამო არენაზე“ უსაფრთხოა, უბრალოდ არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება. ამ საკითხს ფეხბურთის ფედერაცია უკვე გამოეხმაურა. მე არ შევალ დეტალებში და სპეკულაციებზე განცხადებას არ გავაკეთებ. ვფიქრობ, რომ ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც ანალიზის გაკეთება შეუძლია, ყველაფერს კარგად მიხვდება და ასეთ პოლიტიკოსებს შესაბამის პასუხს გასცემს“- აღნიშნა თბილისის მერმა.   „მათთვის, ვინც ბილეთის გარეშე დარჩა“- რას სთავაზობს კახა…

მეტი...

„მათთვის, ვინც ბილეთის გარეშე დარჩა“- რას სთავაზობს კახა კალაძე ფეხბურთის გულშემატკივრებს

„კარგად მესმის გულისტკივილი, რაც საქართველო-ჩეხეთის მატჩზე უბილეთოდ დარჩენილ მოქალაქეებს გაუჩნდათ“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი საქართველო-ჩეხეთის მატჩის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. „როგორც იცით, უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დიდია ქართველი გულშემატკივრის ინტერესი აღნიშნული თამაშის მიმართ, რასაც ადასტურებს უმოკლეს პერიოდში გაყიდული ყველა ბილეთი. საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში უმნიშვნელოვანეს წარმატებებს მიაღწია, რაც რასაკვირველია, არ…

მეტი...

თავისუფალ ჭიდაობაში, 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი გოგონა იასპარეზებს

იორდანიის ქალაქ ამანში 17-წლამდე მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს ასპარეზობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დასრულდება და დღესვე გამოსვლა გოგონათა შორის თავისუფალ ჭიდაობაში დაიწყება. ტურნიზე მონაწილეობას სამი ქართველი გოგონა მიიღებს. საქართველოს გოგონათა ნაკრების შემადგენლობა: 53კგ – ლიზა შავაძე 57კგ – მირანდა კაპანაძე 61კგ – ნინი ციცვიძე შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველი ვახტანგ ლოლუა (60 კგ) ფინალში იასპარეზებს, ის ფინალში აზერბაიჯანელ ჯავადოვს შეხვდება.

მეტი...

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს-დაკავებულია 8 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 8 ადამიანი.  ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.    

მეტი...

 საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონი შეიქმნება  

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავყოფისა და მათ შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ურთიერთთანამშრომლობას მემორანდუმის გაფორმების საკითხი განიხილეს. მემორანდუმი გულისხმობს, ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზაში, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონის შექმნას, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა იმ მებრძოლის ბიოგრაფიული ცნობები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს ერთიანობას შესწირეს. “ძალიან საინტერესო, სახელმწიფოებრივად გააზრებული ინიციატივაა. ეს არის ეროვნული მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია მომავალ თაობებზე. თავგანწირვა და პატრიოტიზმი არასდროს იკარგება. მემორანდუმის გაფორმება ეროვნულ…

მეტი...

„მტრის სრულად დამარცხებამდე მოლაპარაკებები არ იქნება“- მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს, რომ ქვეყანა შეიძლება მოლაპარაკებების ხაფანგში აღმოჩნდეს. მანვე აღნიშნა, რომ „მტრის“ დამარცხებამდე მოლაპარაკებები არ იქნება. „ნეონაცისტების მიერ კურსკის ოლქში ჩადენილი ტერაქტის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მშვენიერი სამყაროს თემაზე არაუფლებამოსილი შუამავლების ამაო ჭორაობა შეწყდა. ახლა ყველას ყველაფერი ესმის, თუნდაც ამას ხმამაღლა არ ამბობდნენ. მათ ესმით, რომ მტრის სრულად დამარცხებამდე მოლაპარაკებები არ იქნება!“ – წერს დიმიტრი მედვედევი.    

მეტი...

ირანში ავტოსაგზაო შემთხვევას პაკისტანელი მომლოცველები ემსხვერპლნენ

ირანში ავტობუსი, რომელსაც პაკისტანელი მომლოცველები გადაჰყავდა ავარიაში მოჰყვა. BBC-ს ცნობით, შემთხვევას სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაშავდა. 7 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ინციდენტი პროვინცია იაზდში მოხდა. პოლიციის წინასწარი დასკვნის მიხედვით, ავარია ავტობუსის სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია. მომლოცველები ერაყის წმინდა ქალაქ ქარბალაში მიემგზავრებოდნენ.

მეტი...

კირ სტარმერი ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებს, საერთაშორისო სამართალს პატივი სცეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ღაზას სექტორში არსებული ვითარების შესახებ სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. კირ სტარმერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის თავდაცვის უფლება და პარტნიორებთან მუშაობა რეგიონული უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. „პრემიერ-მინისტრმა ასევე მოუწოდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს გაზარდოს დახმარების მიწოდება ღაზას სექტორში და უზრუნველყოს საერთაშორისო სამართლის მუდმივი დაცვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

პაციენტს კუჭიდან, 3 კილოგრამი წონის, 452 ლითონის ნივთი ამოუღეს – ახალგაზრდა კაცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ექიმების ჯგუფმა დააფიქსირა უცნაური შემთხვევა, როდესაც 37 წლის მამაკაცის კუჭიდან 450-ზე მეტი პატარა ლითონის ნივთი უნდა ამოეღოთ. პაციენტში იყო თითქმის 3 კგ ხრახნები, გასაღებები, ფირფიტები და „სხვა ლითონის ნაწილები“. რენტგენმა აჩვენა ლითონის მასა, რომელმაც დაბლოკა მამაკაცის კუჭის გასასვლელი, რის გამოც მას აქვს მუცლის ქრონიკული ტკივილი და ხშირი ღებინება და არ შეუძლია ჭამა და დალევა. ექიმებმა ირანის ქალაქ აჰვაზში, ერაყის საზღვართან აღმოაჩინეს ეს შემთხვევა. მათ პაციენტს საბოლოოდ დაუსვეს დიაგნოზი – ფსიქოზი, ფსიქიკური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს კავშირს რეალობასთან. საქმის გამოქვეყნებისას, Journal of Medical Case Reports-ში, ექიმებმა განაცხადეს, რომ მათ სჯერათ,…

მეტი...

პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინასთან კურსკის ოპერაციის გრძელვადიან ამოცანებს განიხილავენ

პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინასთან განიხილავენ კურსკის ოპერაციის გრძელვადიან ამოცანებს. განცხადება ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა კურსკში ბუფერული ზონის მოწყობას აპირებს. თუმცა, რაიდერის განცხადებით, აშშ უკრაინელებისაგან მათი ამოცანების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას ცდილობს. „რაც შეეხება კურსკში მათ ოპერაციას, უკრაინელებმა აიძულეს რუსებს თავი დაეცვათ. ამ ოპერაციამ, ცხადია, მოახდინა კრეატიულობისა და საბრძოლო უნარების დემონსტრირება, მაგრამ როდესაც საქმე მიდის უკრაინელების გრძელვადიან მიზნებამდე, ჩვენ ამას ჯერ კიდევ განვიხილავთ მათთან”, – განაცხადა რაიდერმა. პენტაგონში ასევე დაადასტურეს, რომ რუსეთმა კურსკის ოლქში მცირე რაოდენობის…

მეტი...

სამტრედიაში, 72 წლის ქალის მკვლელობისთვის 36 წლის კაცი დააკავეს

სამტრედიაში, 72 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული, 36 წლის კაცი დააკავეს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა სამტრედიაში, მეზობელ ქალს – 1952 წელს დაბადებულ ნ.ხ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გუშინ…

მეტი...

მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს ორგანიზმში აკრძალული სტეროიდები აღმოუჩინეს

იანიკ სინერის გამარჯვება დოპინგ-სკანდალმა დაჩრდილა. განცხადებაში, რომელიც სამშაბათს სინერის სახელით გავრცელდა, წერია, რომ აკრძალული პრეპარატი მის ორგანიზმში ფიზიოთერაპევტის მიზეზით მოხვდა. სპეციალისტი თითზე ჭრილობის დასამუშავებლად იყენებდა საშუალებას, რომელიც შეიცავდა კლოსტებოლს, რის შესახებაც არც ფიზიოთერაპევტმა და არც სინერმა არაფერი იცოდნენ. ჩოგბურთში პატიოსანი თამაშის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტომ (ITIA) ვერ იპოვა საბაბი სინერის მიმართ სერიოზული სანქციებისთვის. ერთადერთი სასჯელი გახდა 400 სარეიტინგო ქულის ჩამოკლება, რომელიც იტალიელმა ინდიან უელსის „მასტერსზე“ მოიპოვა.

მეტი...

,,მაიმუნის ყვავილი” ახალი Covid 19 არ არის – WHO

,,მაიმუნის ყვავილი” ახალი Covid 19 არ არის და მისი კონტროლი შესაძლებელია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა. მისი თქმით, ინფექციის გამო პანიკის პრევენცია და დაავადების გავრცელების შეჩერება ერთობლივი და დროული ძალისხმევით და ყველაზე დაუცველ რეგიონებში ვაქცინების მიწოდებითაა შესაძლებელი. ,,ვაპირებთ თუ არა კარანტინის გამოცხადებას ევროპაში? გვაქვს თუ არა საქმე ახალ კოვიდთან? – ამ კითხვებზე პასუხი ცალსახად არის – არა”, – აცხადებს კლუგე.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს და წერს, რომ მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:27 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქი ონიდან აღმოსავლეთით, 7 კილომეტრში, სოფელ სხანართან იყო, მიწისძვრის სიმძლავრე კი 4 მაგნიტუდას შეადგენდა.

მეტი...

დე-ფაქტო აფხაზურმა მხარემ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

დე-ფაქტო აფხაზურმა მხარემ საქართველოს ორი მოქალაქე, გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები მურთაზ და რუსლან ჭითანავები დააკავა. ადგილობრივების თქმით, სეპარატისტულმა რეჟიმმა ისინი 17 აგვისტოს აიყვანა და მათ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს. ისინი სოხუმის იზოლატორში არიან გადაყვანილები. ძმებ ჭითანავებს საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქალაქეების უკანონო გზით გადაყვანას ედავება. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ,,მილიცია” ამტკიცებს, რომ ჩხრეკის შედეგად ნაპოვნია ასაფეთქებელი მოწყობილობები და ხელყუმბარებიც. ოკუპირებული აფხაზეთის მხარე ამბობს, რომ აღნიშნულ პირებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით და პირიქით, თანხის სანაცვლოდ გადაჰყავდათ ადამიანები, რომლებსაც ამის შესაძლებლობა მოუწესრიგებელი დოკუმენტების გამო არ ჰქონდათ.

მეტი...

რიკოთის გვირაბში ავარია მოხდა

რიკოთის გვირაბში გუშინ, გვიან ღამით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის გამო, გვირაბში მოძრაობა შეზღუდული იყო. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.  

მეტი...

,,გაერო-ს შენობა არასაჭიროა, ის უნდა დაიხუროს და აღიგავოს პირისაგან მიწისა” – გაერო-ში ისრაელის ელჩი

გაერო-ში ისრაელის ელჩის, გილად ერდანის განცხადებით, რომლის თანამდებობაზე ყოფნის 4-წლიანი ვადა დასრულდა, ნიუ-იორკში მდებარე ორგანიზაციის შენობა არასაჭიროა, უნდა დაიხუროს უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა. „ერთის მხრივ, გამოვდივარ კმაყოფილების გრძნობით, ჩემი ბრძოლითა და აქ მუშაობით, მაგრამ, მეორე მხრივ, დიდი წუხილითა და იმედგაცრუებით. ფაქტია, რომ ეს შენობა, რომელიც შეიძლება გარედან ლამაზად გამოიყურებოდეს, რეალურად დაგრეხილი და დამახინჯებულია“, – აღნიშნა ელჩმა i24News-თან ინტერვიუში. ცნობისთვის, მაისში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გილად ერდანმა მიიღო გადაწყვეტილება, გაერო-ში 4-წლიანი მოღვაწეობა დაასრულოს. ნეთანიაჰუმ ერდანს შეერთებულ შტატებში დარჩენა და ვაშინგტონში ისრაელის ელჩის თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ დიპლომატი ამ შეთავაზებას არ…

მეტი...

„მამაო, ნუთუ დროებით გაგვახარე შენი გამოჯანმრთელებით?!“ – მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ცნობილია, რომ გასულ წელს, კლინიკაში ფილტვების მძიმე დაზიანებით მოხვდა და ერთი თვის მანძილზე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თუმცა, მაშინ სასწაული მოხდა და მამაო თავის საქმიანობასაც დაუბრუნდა… სოციალურ ქსელში სასულიერო პირს ემშვიდობებიან: „მამაო, ნუთუ დროებით გაგვახარე შენი გამოჯანმრთელებით?! მშვიდობით, ჩვენო გულიანო და სიყვარულის მოძღვარო. გარდაიცვალა, მამა თეიმურაზ ქორიძე.უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, საცა მართალნი განისვენებენ!“, – წერს ნათია სვანიძე-ხარზიანი. „ვწუხვარ, მამა თეიმურაზი გარდაიცვალა, კარგი ადამიანი, კეთილი, ღვთის და სამშობლოს უანგაროდ მოყვარული… მოიხსნიეთ ლოცვებში!“, – წერს მამა…

მეტი...

,,აუტისტური სპექტის აშლილობა აქვს” – თბილისში მოზარდს ეძებენ

თბილისში აუტისტური სპექტის აშლილობის მქონე მოზარდს ეძებენ. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. ,,მაქსიმალურად ყველამ გააზიარეთ!!! გამარჯობა დღეს საღამოს მირცხულავას ქუჩიდან გაიქცა როგორც ყოველთვის წესით მეტროს რომელიმე ხაზზე უნდა იყოს!!! იქნებ ვინმემ დაინახოთ დაიჭირეთ არ გაუშვათ და უთხარით რომ დედასთან და მამასთან დარეკავთ. აუტისტური სპექტის აშლილობა აქვს. იცის მისამართიც და ნომრებიც. დარეკეთ 551 151505 ან 599342115 ან 598588919”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,უკრაინას თავის დაცვის აბსოლუტური უფლება აქვს და ამას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს” – პიტერ სტანო

,,უკრაინას საკუთარი თავის დაცვის აბსოლუტური უფლება აქვს და ამას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე განაცხადა. დღეს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე პიტერ სტანომ კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტსა და 92 დასახლებას აკონტროლებენ. „უკრაინა სასტიკი აგრესორის წინააღმდეგ თავდაცვით ომს აწარმოებს, რომელიც მესამე წელია გრძელდება. რასაც ჩვენ ბრძოლის ველზე ვხედავთ, უკრაინასა თუ რუსეთის ტერიტორიაზე, მხოლოდ პუტინის უკანონო ქმედებების შედეგია. უკრაინას საკუთარი თავის დაცვის აბსოლუტური უფლება აქვს და ამას ევროკავშირში გაწევრიანების…

მეტი...

,,დადგა დრო, ღაზაში მიმდინარე ომი დასრულდეს” – ეგვიპტის პრეზიდენტი

,,დადგა დრო, ღაზაში მიმდინარე ომი დასრულდეს”, – ამის შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „დადგა დრო, რომ მიმდინარე ომი დასრულდეს, გონიერებას მივმართოთ და მშვიდობისა და დიპლომატიის ენა დავიცვათ“, – განაცხადა აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ. ეგვიპტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „კონფლიქტის მთელ რეგიონში გავრცელების საშიშროების“ გამო ყველა მხარემ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

მეტი...

თურქეთში ტურისტი დაიკარგა – მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები

თურქეთში, მარმარისში, ტურისტული ვიზიტით ჩასული, რუსეთის 48 წლის მოქალაქე დაიკარგა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნატალია სომოვა თურქეთში 11 აგვისტოს ჩავიდა. 17 აგვისტოს, ქალი სასტუმროდან სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი გავიდა და მთიან რეგიონში სასეირნოდ გაემართა, რის შემდეგაც ის აღარ დაბრუნებულა. მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ნათესავებმა სასტუმროს და ტუროპერატორს მიმართეს. პოლიციამ, სათვალთვალო კამერების მეშვეობით, გაარკვია, რომ 48 წლის ქალი მთიან რეგიონში, კარიანის ბილიკის ტერიტორიაზე სასეირნოდ წავიდა. ამჟამად მას მაშველები ძაღლების დახმარებით ეძებენ.

მეტი...

აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანებისთვის ოფიციალური განაცხადა გააკეთა

,,აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანებისთვის ოფიციალური განაცხადა გააკეთა”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აიჰან ჰაჯიზადემ თურქულ გამოცემა Anadolu Agency-სთან საუბარში განაცხადა. ცნობისთვის, ივლისის დასაწყისში ყაზახეთში გამართული “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სახელმწიფო მეთაურების შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის “სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ” ერთობლივი დეკლარაცია იქნა მიღებული. დეკლარაციაში აღნიშნული იყო, რომ ბაქოს BRICS-ში გაწევრიანება სურს, ხოლო პეკინი ამ მისწრაფებას მიესალმება. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანში გამართული ვიზიტის შედეგად მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაშიც აღნიშნული იყო, რომ მოსკოვი მხარს უჭერს BRICS-ში აზერბაიჯანის წევრობას. BRICS ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების გაერთიანებაა,…

მეტი...

ცესკო კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებულ ინფორმაციით ხორციელდება უწყების მანიპულაციურად გამოყენება და ელექტრონული არჩევნების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა. მათივე ცნობით, შეინიშნება ელექტრონული არჩევნებით სპეკულირების და საარჩევნო ადმინისტრაციასთან უარყოფით ჭრილში დაკავშირების მცდელობა, რაც უსაფუძვლოა. „გვინდა გამოვეხმაუროთ საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან არანაირი კავშირი და შემხებლობა არ აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი დაკვირვებით ხორციელდება მისი მანიპულაციურად გამოყენება უწყებისა და ელექტრონული არჩევნების ნეგატიურ კონტექსტში წარმოსაჩენად და უსაფუძვლო აღქმების შესაქმნელად. საქმე ეხება კომპანია „სმარტმატიკის“ რამდენიმე წარმომადგენლის მიმართ დაწყებულ დავას. როგორც…

მეტი...

ჩეხეთი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტების ნაწილს უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად გამოიყენებს

ჩეხეთის თავდცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩეხეთი ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტების ნაწილს უკრაინისთვის ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის შესაძენად გამოიყენებს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იღებენ პროცენტებს რუსული აქტივებიდან, რომელიც მოიცავს ობლიგაციებსა და სხვა ფასიან ქაღალდებს, და ათავსებენ მას ევროკავშირის ფონდში უკრაინის დასახმარებლად. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თანხის ნაწილი მოხმარდება უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შეძენას. „გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხების წყალობით, ჩვენ უკრაინისათვის ასობით ათასი საბრძოლო მასალის მიწოდებას შევძლებთ“, – განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ.

მეტი...

ზელენსკიმ ევროპის ქვეყნების ლიდერებს დახმარება სთხოვა უკრაინაში გასაწვევი ასაკის მამაკაცების დაბრუნებაში, თუმცა უარი მიიღო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის ქვეყნების ლიდერებს დახმარება სთხოვა უკრაინაში გასაწვევი ასაკის მამაკაცების დაბრუნებაში, თუმცა უარი მიიღო. „ზელენსკი ცდილობდა დახმარება მიეღო თავისი მოკავშირეებისგან უკრაინაში უფრო მეტი საბრძოლი ასაკის მამაკაცის დაბრუნებაში. ის ევროპელ კოლეგებს დახმარებას სთხოვდა ორმხრივი შეხვედრების დროს. თუმცა, ევროპელმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ არ გააგზავნიან უკრაინაში ლტოლვილებს, ვიდრე ომი გრძელდება“, – ნათქვამია Bloomberg-ის სტატიაში. Bloomberg ზელენსკის ქმედებებს იმით განმარტავს, რომ უკრაინის პრეზიდენტს სურს მხარი დაუჭიროს ომის შედეგად განადგურებულ ეკონომიკას და დაუპირისპირდეს რუსეთს. თუმცა, ახლა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა მუშების დეფიციტს განიცდის. კერძოდ, არც პოლონეთს და არც ჩეხეთს არ სურთ უკრაინელების…

მეტი...

ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ქართველმა მოჭიდავემ, 60კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში, ნიდერლანდელ ლაუინას 8-0 აჯობა. იქამდე, ლოლუამ იორდანიელ აბუნასეერს 8-0 და უზბეკ უილდოშიევს 9-1 მოუგო. მისი მეტოქე ფინალში აზერბაიჯანელი ჯავადოვი იქნება.

მეტი...

მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა

მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა. როგორც დიდუბის მეტროსადგურში მყოფი მოქალაქე ამბობს, დაახლოებით 10 წუთია, მოქალაქეებს მეტროში ჩასვლის უფლებას არ აძლევენ. რა გახდა შეფერხების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მატარებელი ავარიულადაა გაჩერებული ავლაბრის მეტროში.

მეტი...

სახლში შეჭრილმა მძარცველმა მოკლა 70 წლის ქალი, რომელსაც მეზობელმა სახლი მოსავლელად დაუტოვა – სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

სამტრედიაში ცივი იარაღით 70 წლის ქალი მოკლეს. მოხუცს ქალაქიდან გასულმა მეზობელმა სახლი მოსავლელად დაუტოვა. მეზობლის სახლში შინაური ფრინველის გამოსაკვებად გადასულ 70 წლის ქალს კი ადგილზე მძარცველი დახვდა. მამაკაცი მეზობლის სახლში, სავარაუდოდ, ქურდობის მიზნით შევიდა, სახლის მეპატრონე ქალმა ის იცნო, რის გამოც მამაკაცმა სახლის პატრონს ნაჯახით ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველების ცნობით, სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მისი სამძებრო სამუშაოები. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...

,,უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიის 1 260 კვ.კმ-სა და 93 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს” – სირსკი

,,უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიის 1 260 კვადრატულ კილომეტრსა და 93 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს”, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. ,,თავდაცვის ძალების დაჯგუფებები კურსკის მიმართულებაზე შეტევით თავდაცვას აწარმოებენ. ამის მიზანია უსაფრთხოების ზონის შექმნა და სუმის ოლქში სამოქალაქო ობიექტების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან დაბომბვის შეწყვეტა, ასევე მოწინააღმდეგისთვის დასწრება. კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეტევის წარმოების პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგის თავდაცვის 28-დან 35 კილომეტრამდე სიღრმეში შევიდნენ, დაიკავეს ტერიტორიის 1 263 კვადრატული კილომეტრი და კონტროლი 93 დასახლებულ პუნქტზე დაამყარეს”, – განაცხადა სირსკიმ.

მეტი...

,,ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა პალესტინის აღიარებას უნდა დაედოს საფუძვლად” – ეგვიპტის პრეზიდენტი

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას უნდა დაედოს საფუძვლად. „ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა პალესტინის სახელმწიფოს მასშტაბურ საერთაშორისო აღიარებას უნდა დაედოს საფუძვლად, უნდა რეალიზებულ იქნას ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილება, როგორც რეგიონში სტაბილურობის ძირითადი გარანტი“, – თქვა ეგვიპტის პრეზიდენტმა. მან აგრეთვე ბლინკენი გააფრთხილა, რომ ღაზაში მიმდინარე ომმა შესაძლოა რეგიონული ხასიათი მიიღოს. ცნობისთვის, ბლინკენი ეგვიპტეს ისრაელში ვიზიტის შემდეგ ესტუმრა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის მთავარ მიზანს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაში წვლილის შეტანა…

მეტი...

მესამე დღეა როსტოვის ოლქში ვერ აქრობენ უკრაინის შეტევით გამოწვეულ ხანძარს

რუსეთის როსტოვის ოლქში დიზელის საწვავის ბაზაზე გაჩენილ ხანძარს მესამე დღეა ვერ აქრობენ. ხანძრის მიზეზი უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა გახდა. რუსული მედიის ცნობით, ხანძრის გაჩენის მომენტიდან მისი ფართობი გაიზარდა და ამჟამად 10 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. ცეცხლის ქრობაში 600 მეხანძრე და 150 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს. ბაზაზე არსებული 74 რეზერვუარიდან 22 იწვის და მათი ჩაქრობა, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღე ვერ მოხერხდება. ხანძრის ქრობისას მომხდარი აფეთქების დროს 41 მეხანძრე დაშავდა. მათგან 18 საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

,,პარტნიორებს შორის გამბედაობის ნაკლებობა იმის მიზეზია, რომ პუტინი ჯერ კიდევ არ ეძებს მშვიდობას” – ზელენსკი

,,პარტნიორებს შორის გამბედაობის ნაკლებობა იმის მიზეზია, რომ პუტინი ჯერ კიდევ არ ეძებს მშვიდობას”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, პარტნიორებს რომ გაეუქმებინათ რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენებაზე არსებული შეზღუდვები, მაშინ არ იქნებოდა საჭირო ოპერაცია კურსკის ოლქის ტერიტორიაზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო ბაზები, აეროდრომები, ლოგისტიკა და სხვა სამხედრო ობიექტები უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის სრულიად სამართლიანი სამიზნეებია. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების აუცილებლობა, რადგან რუსეთის ნავთობის ტანკერების „ჩრდილოვანი ფლოტი“ და ურთიერთობა ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ახალ გამოწვევად იქცა.

მეტი...

,,ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და ხალხს, ვისაც ეუბნებოდი, პარტიაში ოლიგარქები არიან და მაგიტომ წამოვედიო, აუხსენი, რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი” – ანა წითლიძე ხატია დეკანოიძეს მიმართავს

,,ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და იმ ხალხს, ვისაც მელიასთან ერთად შეხვედრებზე ეუბნებოდი – პარტიაში ოლიგარქები არიან და მაგიტომ წამოვედი, „ქოცებს“ შეეკრნენ, ენმ-ში მხოლოდ ბელადომანები დარჩნენო და კიდეც ათას სისაძაგლეს კადრულობდი, აუხსენი, რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძესთან დაკავშირებით წერს. როგორც ანა წითლიძე აღნიშნავს, ხატია დეკანოიძე საპარლამენტო სიის ხათრით დაბრუნდა „ნაციონალურ მოძრაობაში“. „პირადი ეგოს დამარცხების დროაო და იმედია, შენ დაამარცხე ეგ პირადი ეგო და საპარლამენტო გამსვლელის სიის ხათრით არ შეიწმინდე და არ მოხვედი უკან. თუმცა მე ზუსტად ვიცი, რომ მაგის ხათრით…

მეტი...

ტრამპის თქმით, თუ საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, ის შედეგებს აღიარებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა ამერიკულ ტელეარხ CBS News-თან საუბარში განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აღიარებს, თუ დარწმუნდება, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა. „ვფიქრობ,თუ წავაგებ, ქვეყანა უფსკრულში გადაიჩეხება, როგორიც მანამდე არ ენახა, როგორც ეს 1929 წელს მოხდა. თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება, უსათუოდ, მე მათ შედეგებს ვაღიარებ“, – თქვა მან. ტრამპმა განმარტა, რომ მისთვის სამართლიანი ნიშნავს, როცა ყველა ხმა სამართლიანად არის დათვლილი. „ეს ნიშნავს, რომ ისინი არ თაღლითობენ, არ აგდებენ ზედმეტ ბიულეტენებს და არ აწესებენ ახალ წესებსა და დებულებებს, რისი უფლებამოსილება მათ არ აქვთ“, – დასძინა ტრამპმა.…

მეტი...

მსოფლიოს უხუცესი ქალი 117 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოს უხუცესი ქალი 117 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარია ბრანიას მორერა აშშ-ში 1907 წელს დაიბადა. ქალი ესპანეთში ცხოვრობდა. გინესის მსოფლიო რეკორდი, როგორც მსოფლიოს უხუცეს ადამიას, მარიას 2023 წლის იანვარში მიანიჭეს, მას შემდეგ, რაც ფრანგი მონაზონი, ლუსილ რანდონი 118 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიის ცნობით, მარიას გარდაცვალების შემდეგ, უხუცესი ადამიანის სტატუსს 116 წლის იაპონელი ტომიკო იტოოკა მიიღებს.

მეტი...