მესამე დღეა როსტოვის ოლქში ვერ აქრობენ უკრაინის შეტევით გამოწვეულ ხანძარს

რუსეთის როსტოვის ოლქში დიზელის საწვავის ბაზაზე გაჩენილ ხანძარს მესამე დღეა ვერ აქრობენ. ხანძრის მიზეზი უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა გახდა.

რუსული მედიის ცნობით, ხანძრის გაჩენის მომენტიდან მისი ფართობი გაიზარდა და ამჟამად 10 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. ცეცხლის ქრობაში 600 მეხანძრე და 150 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს. ბაზაზე არსებული 74 რეზერვუარიდან 22 იწვის და მათი ჩაქრობა, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღე ვერ მოხერხდება.

ხანძრის ქრობისას მომხდარი აფეთქების დროს 41 მეხანძრე დაშავდა. მათგან 18 საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები