„ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ,რომ თითქოს, მატჩის გამართვა „დინამო არენაზე უსაფრთხოა“- კალაძე

კახა კალაძემ ბოლო დღეებში პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც „დინამო არენას“- უსაფრთხოებას ეხება და აღნიშნა, რომ ეს არის სპეკულაციები.

„ამ დღეებში ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ, მათ შორის, პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციები, რომ თითქოს, მატჩის გამართვა „დინამო არენაზე“ უსაფრთხოა, უბრალოდ არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება. ამ საკითხს ფეხბურთის ფედერაცია უკვე გამოეხმაურა. მე არ შევალ დეტალებში და სპეკულაციებზე განცხადებას არ გავაკეთებ. ვფიქრობ, რომ ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც ანალიზის გაკეთება შეუძლია, ყველაფერს კარგად მიხვდება და ასეთ პოლიტიკოსებს შესაბამის პასუხს გასცემს“- აღნიშნა თბილისის მერმა.

 

„მათთვის, ვინც ბილეთის გარეშე დარჩა“- რას სთავაზობს კახა კალაძე ფეხბურთის გულშემატკივრებს

მსგავსი თემები