,,პარტნიორებს შორის გამბედაობის ნაკლებობა იმის მიზეზია, რომ პუტინი ჯერ კიდევ არ ეძებს მშვიდობას” – ზელენსკი

,,პარტნიორებს შორის გამბედაობის ნაკლებობა იმის მიზეზია, რომ პუტინი ჯერ კიდევ არ ეძებს მშვიდობას”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, პარტნიორებს რომ გაეუქმებინათ რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენებაზე არსებული შეზღუდვები, მაშინ არ იქნებოდა საჭირო ოპერაცია კურსკის ოლქის ტერიტორიაზე.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო ბაზები, აეროდრომები, ლოგისტიკა და სხვა სამხედრო ობიექტები უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის სრულიად სამართლიანი სამიზნეებია.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების აუცილებლობა, რადგან რუსეთის ნავთობის ტანკერების „ჩრდილოვანი ფლოტი“ და ურთიერთობა ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ახალ გამოწვევად იქცა.

მსგავსი თემები