ტრამპის თქმით, თუ საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, ის შედეგებს აღიარებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა ამერიკულ ტელეარხ CBS News-თან საუბარში განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აღიარებს, თუ დარწმუნდება, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა.

„ვფიქრობ,თუ წავაგებ, ქვეყანა უფსკრულში გადაიჩეხება, როგორიც მანამდე არ ენახა, როგორც ეს 1929 წელს მოხდა. თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება, უსათუოდ, მე მათ შედეგებს ვაღიარებ“, – თქვა მან.

ტრამპმა განმარტა, რომ მისთვის სამართლიანი ნიშნავს, როცა ყველა ხმა სამართლიანად არის დათვლილი.

„ეს ნიშნავს, რომ ისინი არ თაღლითობენ, არ აგდებენ ზედმეტ ბიულეტენებს და არ აწესებენ ახალ წესებსა და დებულებებს, რისი უფლებამოსილება მათ არ აქვთ“, – დასძინა ტრამპმა.

ცნობისთვის, ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა, რასაც კაპიტოლიუმზე შტურმი მოჰყვა.

მსგავსი თემები