,,ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა პალესტინის აღიარებას უნდა დაედოს საფუძვლად” – ეგვიპტის პრეზიდენტი

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას უნდა დაედოს საფუძვლად.

„ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა პალესტინის სახელმწიფოს მასშტაბურ საერთაშორისო აღიარებას უნდა დაედოს საფუძვლად, უნდა რეალიზებულ იქნას ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილება, როგორც რეგიონში სტაბილურობის ძირითადი გარანტი“, – თქვა ეგვიპტის პრეზიდენტმა.

მან აგრეთვე ბლინკენი გააფრთხილა, რომ ღაზაში მიმდინარე ომმა შესაძლოა რეგიონული ხასიათი მიიღოს.

ცნობისთვის, ბლინკენი ეგვიპტეს ისრაელში ვიზიტის შემდეგ ესტუმრა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის მთავარ მიზანს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაში წვლილის შეტანა წარმოადგენს.

მსგავსი თემები