ჩეხეთი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტების ნაწილს უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად გამოიყენებს

ჩეხეთის თავდცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩეხეთი ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტების ნაწილს უკრაინისთვის ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის შესაძენად გამოიყენებს.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იღებენ პროცენტებს რუსული აქტივებიდან, რომელიც მოიცავს ობლიგაციებსა და სხვა ფასიან ქაღალდებს, და ათავსებენ მას ევროკავშირის ფონდში უკრაინის დასახმარებლად.

ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თანხის ნაწილი მოხმარდება უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შეძენას.

„გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხების წყალობით, ჩვენ უკრაინისათვის ასობით ათასი საბრძოლო მასალის მიწოდებას შევძლებთ“, – განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ.

მსგავსი თემები