ხადაში, სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეს ადვოკატები სტრასბურგში აგზავნიან

  •  

ხადას ხეობაში, სმიტების და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოსთვის ემზადებიან. ადვოკატები სარჩელის მომზადების პროცესში არიან და იმედი აქვთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაუშვებს პრეცენდენტს და ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილულ საქმეს წარმოებაში მიიღებს.

როგორც მალხაზ კობაურის ადვოკატებმა – ალექსანდრე კობაიძემ და ვასილ მამულაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადეს, სასამართლომ, მალხაზ კობაურის მიმართ, დაარღვია დაცვის უფლება და სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.

“ვამზადებთ სარჩელს. მიგვაჩნია, რომ იშვიათია პრაქტიკაში, როცა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო მსჯელობს. თუმცა, ამის პრეცედენტები არსებობს. მოლოდინი გვაქვს, რომ ევროპული სასამართლო იმსჯელებს უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით და დაადგენს კონკრეტული დარღვევის ფაქტებს. იმედია, ევროპული სასამართლო, მინიმუმ მიუთითებს, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე, სასამართლომ მნიშვნელოვანი პრინციპები დაარღვია. ამ შემთხვევაში, სასამართლო განიხილავს, ჰქონდა თუ არა მალხაზ კობაურის უფლებების დარღვევას ადგილი,” – განაცხადა ვაისლ მამულაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

ალექსანდრე კობაიძის შეფასებით, საქართველოს სასამართლო არ აღმოჩნდა მზად, აღნიშნული საქმის განსახილველად. მისი თქმით, სმიტების მკვლელი დღესაც არაა დასჯილი.

“საქართველო არ აღმოჩნდა მზად, მსგავსი ტიპის საქმე ობიექტურად განეხილა. იმას, რომ ობიექტურად არ მოხდა კობაურის საქმის განხილვა, დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. კობაურს დაერღვა მთავარი არსობრივი საკითხი – დაცვის უფლება და სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. მკვლელი დღესაც არაა დასჯილი. თუ დავამტკიცებთ ევროპის სასამარლოში, რომ ნამდვილად დაირღვა კობაურის უფლება, საზოგადოებაში უფერო გამყარდება აზრი რომ სახელმწიფომ მასთან შეცდომები დაუშვა,” – განაცხადა ალექსანდრე კობაურმა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები