„მარადიული ხსოვნა განსაკუთრებულ ადამიანსა“- არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალებას ვრცელი სტატიით ეხმაურებიან

ალპინიზმისა და ექსპედიციების საერთაშორისო საზოგადოება Explorersweb-ი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე „ოქროს წერაყინის“ მფლობელი ცნობილი ქართველი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალებას ვრცელი სტატიით გამოეხმაურა და მისი გარდაცვლების გამო მწუხარება გამოთქვა. სტატია, რომლის სათაურია „მარადიული ხსოვნა განსაკუთრებულ ადამიანსა და მოლაშქრეს“, არჩილ ბადრიაშვილის განსაკუთრებულ მიღწევებს ეხება. „მთებისა და მთამსვლელების სიყვარული ბადრიაშვილის პიროვნებას განსაკუთრებულობას ანიჭებდა. მისმა გარდაცვალებამ ალპინისტური საზოგადოება ღრმად დაამწუხრა“ – აღნიშნულია სტატიაში. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ არჩილ ბადრიაშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა ქართული ალპინიზმის ისტორიაში. შეგახსენებთ, 34 წლის ცნობილი ქართველი მთამსვლელი 10 აგვისტოს მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძესა და ბაქარ…

მეტი...

მეუღლის მშობიარობაზე დასწრების შემდეგ ხვიჩა იტალიაში დაბრუნდა

გავრცელებული ინფორმაციის, თანახმად  მეუღლის მშობიარობაზე დასწრების შემდეგ ხვიჩა კვარცხელია იტალიაში დაბრუნდა. კვარაცხელია უკვე ნეაპოლშია და დღეს საღამოს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშებს. კვარა 25 აგვისტოს ბოლონიას წინააღმდეგ ითამაშებს.  

მეტი...

სერბეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის საზღვარზე, მდინარეში ცხრა მიგრანტი დაიხრჩო

„ბიბისის“ ინფორმაციით, სერბეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის საზღვარზე, მდინარე დრინაში ცხრა მიგრანტი დაიხრჩო. გამოცემის ცნობით, მიგრანტები მდინარის გადალახვას ცდილობდნენ, როდესაც მათი ნავი ამოტრიალდა. 18-მა გადარჩენილმა, რომელთა შორის სამი ბავშვია, ბოსნიის სანაპირომდე მიღწევა შეძლო. სამაშველო ჯგუფები ორივე ქვეყნიდან მდინარეში კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ. ამასთან, ადგილობრივი მედია წერს, რომ ეძებენ ასევე კონტრაბანდისტს, რომელსაც მიგრანტები საზღვარზე უკანონოდ გადაჰყავდა. სერბეთი და ბოსნია დასავლეთ ბალკანეთზე გამავალ ევროკავშირამდე მისაღწევად მიგრაციული მარშრუტის მთავარი სატრანზიტო ქვეყნები არიან.  

მეტი...

კრასნოდარის მხარეში, უკრაინის დარტყმის შედეგად საწვავით დატვირთული ბორანი ჩაიძირა

რუსეთის კრასნოდარის მხარეში, პორტ „კავკაზში“ უკრაინის დარტყმის შედეგად საწვავით დატვირთული ბორანი ჩაიძირა. ინფორმაციას ამის შესახებ კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამასთან, მანამდე რუსეთის საგანგებო სამსახურებში მედიას განუცხადეს, რომ თავდასხმის დროს ბორანზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მათი ბედი უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სარკინიგზო ბორანზე საწვავის 30 ავზი იყო. იერიშის შედეგად ბორტზე ცეცხლი გაჩნდა, რის შემდეგაც ის ჩაიძირა. კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ თავად პორტის ტერიტორიაზე ცეცხლის კერა არ არის.      

მეტი...

ვიეტნამში, ტყეში იპოვეს ექვსი წლის ბავშვი, რომელიც ხუთი დღე დაკარგული იყო

„ბიბისის” ინფორმაციით, ვიეტნამში, ტყეში იპოვეს ექვსი წლის ბავშვი, რომელიც ხუთი დღე დაკარგული იყო. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ იენ-ბაის პროვინციაში მოხდა. დანგ ტიემ ლამი 17 აგვისტოს დაიკარგა, როდესაც თავის და-ძმასთან ერთად ნაკადულში თამაშობდა. ის მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ ადგილობრივმა ფერმერებმა ტყეში იპოვეს, გაუჩინარების ადგილიდან ექვს კილომეტრში. ბავშვი იმდენად დაუძლურებული იყო, რომ ფეხზე ვერ დგებოდა. პოლიცია სასწაულს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ბიჭი ცოცხალი იპოვეს ტყეში გატარებული ამდენი დღის შემდეგ. ბავშვი ამბობს, რომ მცენარეებს და კენკრას ჭამდა.  

მეტი...

ისრაელის დელეგაცია ღაზას სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის კაიროში გაემგზავრა

ისრაელის დელეგაცია ღაზას სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის კაიროში გაემგზავრა. ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, ისრაელის დელეგაციას „მოსადის” დირექტორი, დავიდ ბორნეა ხელმძღვანელობს. გამოცემა არ აკონკრეტებს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში კიდევ რა დელეგაციები იქნებიან. წყაროების ცნობით, ამერიკულ დელეგაციას CIA-ის დირექტორი, უილიამ ბერნსი ხელმძღვანელობს. ცნობისთვის, ღაზას სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, კონფლიქტის მხარეები – ისრაელი და ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასი” მონაწილეობენ, ისევე როგორც შუამავლები: აშშ, ეგვიპტე და კატარი.  

მეტი...

17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ათი ქართველი იჭიდავებს

იორდანიის ქალაქ ამანში 23 აგვისტოს სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 17-წლამდე სპორტსმენთა შორის. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი: 45 კგ – ლევან ნოზაძე 48 კგ – თემურ თუთარაშვილი 51 კგ – გუგა მაჭარაშვილი 55 კგ – მათე ცინაძე 60 კგ – აკაკი მაზმიშვილი 65 კგ – რატი რევაზაშვილი 71 კგ – ლუკა ტატიაშვილი 80 კგ – ნიკოლოზ მაისურაძე 92 კგ – კონსტანტინე პეტრიაშვილი 110 კგ – გიგია ლუქუნიძე შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა გახდა (60 კგ), ბრინჯაოს…

მეტი...

72 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აგვისტოს, სამტრედიაში, ბრალდებულმა ბასრი საგნის გამოყენებით მეზობელს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მეტი...

“მშვიდობით, ჩვენო გულიანო და სიყვარულის მოძღვარო”- მამა თეიმურაზ ქორიძეს 24 აგვისტოს დაკრძალავენ

მამა თეიმურაზ ქორიძეს შაბათს 24 აგვისტოს, წმ. დოდო გარეჯელის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. 30 წლის მოძღვრის მოულოდნელმა გარდაცვალებამ სრულიად საქართველო დაამწუხრა. სოციალურ ქსელში მოქალაქეები მოძღვრის ქადაგებებს, რჩევებს, ლექსებსა და ფოტოებს აქტიურად აზიარებენ. „მამაო, ნუთუ დროებით გაგვახარე შენი გამოჯანმრთელებით?! მშვიდობით, ჩვენო გულიანო და სიყვარულის მოძღვარო“-წერს ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით,  მამაო სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.  

მეტი...

არასრულწლოვანს, რომელმაც 74 წლის მამაკაცი მოკლა ბრალს ხვალ წაუყენებენ

74 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის 14 წლის გოგოს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება. არასრუწლოვანს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ. როგორც ცნობილია, სკოლის მოსწავლე დანაშაულს აღიარებს და ამტკიცებს, რომ პენსიონერი კაცისგან თავს იცავდა. მოზარდის მტკიცებით, ტაქსის მძღოლი მასზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა, რა დროსაც  არასრულწლოვანმა კაცს დანით 40-მდე ჭრილობა მიაყენა მკვლელობა სურამთან ახლოს მოხდა.

მეტი...

მადეირაზე, ხანძარი, იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ტყეს საფრთხეს უქმნის

კუნძულ მადეირაზე, ერთ კვირაზე მეტია ხანძარს ებრძვიან. სტიქია საფრთხეს უქმნის იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ტყეს. სტიქიასთან საბრძოლველად პორტუგალიამ დახმარება ევროკავშირს სთხოვა. ცეცხლი სხვა ტერიტორიებზე ძლიერი ქარის გამო მარტივად ვრცელდება. დამწვარია კუნძულის 4 392 ჰექტარი ტერიტორია.  

მეტი...

გოგონას, რომელსაც გორში, მდინარე მტკვარში ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს

გორში, მდინარე მტკვარში, მოზარდი, რომელსაც მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. გოგონა მდინარეში საბანაოდ შევიდა. მდინარე მტკვარში მოზარდს ეძებენ

მეტი...

„მიმდინარე წელს თხილის ღირებულება 30-40 % მაღალია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით“- მინისტრი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიასა და სამეგრელოში იმყოფებოდა. მინისტრი თხილის მწარმოებლებს შეხვდა და მოსავლის აღების, დაბინავების და რეალიზაციის მიმდინარე საკითხებს ადგილზე გაეცნო. „შევხვდით ფერმერებს გურიის და სამეგრელოს რეგიონებში და არსებულ ვითარებას გავეცანით. წელს თხილის მოსავალი არის გაუმჯობესებული, როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი მაჩვენებლებით. რაც შეეხება ფასს, მიმდინარე წელს, საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, დაახლოებით 30-40% მაღალია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ წელს ფერმერები მიიღებენ მნიშვნელოვნად მეტ შემოსავალს თხილის რეალიზაციიდან – წელს მეთხილე ფერმერების შემოსავალი 250 მლ ლარზე მეტი იქნება. ეს არის ძალიან…

მეტი...

„უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა სცადა“- ვლადიმერ პუტინი

„როიტერი“ წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინა კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მოსკოვმა შექმნილი სიტუაციის შესახებ გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა. „მტერმა წუხელ სცადა, დაერტყა კურსკის ატომური ელექტროსადგურისთვის. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ინფორმირებულია. ისინი გვპირდებიან, რომ თავად ჩამოვლენ, გამოაგზავნიან სპეციალისტებს სიტუაციის შესაფასებლად. იმედი მაქვს, რომ, საბოლოოდ, ეს მათი მხრიდან გაკეთდება“ – განაცხადა პუტინმა. ვლადიმერ პუტინის ბრალდებაზე უკრაინაში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.  

მეტი...

ტაილანდში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ტაილანდში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა. უბედურ შემთხვევას  7 ტურისტი და 2 პილოტი ემსხვერპლა. მედიის ცნობით,  მგზავრები ბანგკოკის აეროპორტიდან ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო რაიონში მიფრინავდნენ. ამ დროისთვის რამდენიმე დაკარგულს ისევ ეძებენ. მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

მდინარე მტკვარში მოზარდს ეძებენ

გორში, მდინარე მტკვარში მოზარდს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. ეძებენ გოგონას, რომელიც  მდინარეში საბანაოდ შევიდა. პოლიცია და სამაშველო სამსახური კომბინატის დასახლებაში, რკინიგზის ხიდთან არიან მობილიზებულები.  

მეტი...

,,კამალა ჰარისის პრეზიდენტობამ აშშ ვენესუელას მსგავს ქვეყნად შეიძლება აქციოს” – კონგრესმენი ნიკოლ მალიოტაკისი

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ნიკოლ მალიოტაკისმა განაცხადა, რომ კამალა ჰარისის პრეზიდენტობამ აშშ ვენესუელას მსგავს ქვეყნად შეიძლება აქციოს. „კამალ ჰარის მიერ შემოთავზებული ფასების კონტროლი, სწორედ ეს გააკეთა ვენესუელამ იმ ინფლაციის საპასუხოდ, რომელიც უგო ჩავესმა და ნიკოლას მადურომ შექმნეს. ამიტომაც არ აქვთ ვენესუელაში საკვები“, – აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა. „მათ გაანადგურეს სამხრეთ ამერიკის უმდიდრესი ქვეყანა. ამიტომ ვერ დავუშვებთ კამალა ჰარისის არჩევას“, – განაცხადა ნიკოლ მალიოტაკისმა. მისი თქმით, ამერიკელ ხალხს სურს დაუბრუნდეს პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას. „ჩვენ გვინდა დავუბრუნდეთ პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგს, რომ ამერიკა კვლავ უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და აყვავებული გახდეს“, – დასძინა მან.

მეტი...

ქვეყნის სპეცსამსახურებმა ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნა უბედურ შემთხვევად აღიარეს

ავიაკატასტროფა, რომლის შედეგადაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი დაიღუპა, უბედურ შემთხვევად აღიარეს. ირანული სააგენტო Fars-ი ინფორმაციას ქვეყნის სპეცსამსახურებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, გამოძიების ფარგლებში ირანის სპეცსამსახურებმა „დაახლოებით 30 ათასი ადამიანი შეამოწმეს“ და გამორიცხეს ვერსია, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა ადამიანური ფაქტორი ყოფილიყო. ბორტზე ასევე არ იყო აღმოჩენილი რაიმე ქიმიური ან მომწამვლელი ნივთიერებები. სპეცსამსახურებმა ასევე გამორიცხეს დივერსია და ვერტმფრენის ელექტრონულ სისტემებზე დისტანციურად რაიმე ზემოქმედების ვერსია. Fars-ის წყაროს ცნობით, ავიაკატასტროფა ორმა ფაქტორმა გამოიწვია: ამინდის პირობებმა და გადატვირთულობამ. „ვერტმფრენის ბორტზე, რომელსაც პრეზიდენტი გადაჰყავდა, მეტი მგზავრი იყო, ვიდრე ამას უსაფრთხოების პროტოკოლი ითვალისწინებს. როდესაც პილოტმა…

მეტი...

როგორ მიულოცა „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძეს შვილის შეძენა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გუშინ მამა გახდა. მას ვაჟი, დამიანე შეეძინა. საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძეს შვილის შეძენას ულოცავს. „ვულოცავთ ნიცასა და ხვიჩას პატარა დამიანეს დაბადებას!“, – წერს „ნაპოლი“ სოციალურ ქსელში.

მეტი...

ამინდი მკვეთრად უარესდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 23-26 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი)…

მეტი...

კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სავარაუდოდ, 7 ტურისტი და 2 პილოტი დაიღუპა

ტაილანდში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სავარაუდოდ, 7 ტურისტი და 2 პილოტი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი ჭაობში ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავი ბანგკოკის აეროპორტიდან სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო რეგიონში მიფრინავდა, რომელიც თავისი პლაჟებით არის ცნობილი. როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, აფეთქების ხმა გაიგეს. ამ დროისთვის, მაშველები უგზო-უკვლოდ დაკარგულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს ეძებენ. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში თვითმფრინავის ნამტვრევები და მგზავრების ტყეში გაფანტული პირადი ნივთები ჩანს.

მეტი...

,,სკუტერიანი მოქალაქე რკინის მავთულს წამოედო, დაიმტვრა და პატრულმა აქეთ დააჯარიმა საავარიო სიტუაცია შექმენიო” – რა მოხდა ცინცაძის ქუჩაზე

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი მარიამ კვარაცხელია ავრცელებს და წერს, რომ პოლიციამ დააჯარიმა სკუტერით მოძრავი ადამიანი, რომელიც  რკინის მავთულს წამოედო და დაზიანებები მიიღო. მიზეზად პატრულმა მას საავარიო სიტუაციის შექმნა დაუსახელა. ,,ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩო, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებები. მოვიდა პატრული და 250 ლარით დააჯარიმა ეს მოქალაქე, რადგან მავთულზე როცა გამოედო და დაიმტვრა, საავარიო სიტუაცია შექმენიო. ხალხო, აქეთ დააჯარიმეს ადამიანი. წარმოუდგენელია. ადვოკატი გვჭირდება”, – წერს კვარაცხელია.

მეტი...

ბრიტანელი მილიარდერის ცხედარი მაშველებმა მისი საოჯახო იახტის ჩაძირვის ადგილას იპოვეს

ბრიტანელი მაგნატის, მაიკლ ლინჩის ცხედარი მაშველებმა მისი საოჯახო იახტის ჩაძირვის ადგილას იპოვეს. გემი სიცილიის სანაპიროსთან ძლიერი შტორმის შედეგად ჩაიძირა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. იახტის ჩაძირვის ადგილას, მაიკლ ლინჩის გარდა, მაშველებმა კიდევ 4 ცხედარი იპოვეს. მისი 18 წლის ქალიშვილი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. იახტა სიცილიის სანაპიროსთან იყო გაჩერებული, როდესაც ორშაბათს, ძლიერი შტორმის შედეგად, ჩაიძირა. იახტაზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 15 უვნებლად გადარჩა, ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, 6 მგზავრი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მაშველებმა დაკარგული მგზავრის 5 ცხედარს ოთხშაბათს, იახტის ჩაძირვიდან მესამე დღეს მიაკვლიეს.

მეტი...

პრეზიდენტმა შინდისის ბრძოლის გმირის, ალექსანდრე ონიანის ოჯახს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლენტეხში, სოფელ ჟახუნდერში საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წლის შინდისის ბრძოლის მონაწილის, ალექსანდრე ონიანის ოჯახს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი გადასცა, რომელიც მას 2021 წლის 11 აგვისტოს მიენიჭა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავგანწირვისათვის საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა და ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეროვნული გმირის მშობლიურ სოფელს ეწვია, მისი საფლავი გვირგვინით შეამკო და წმინდა გიორგის ეკლესიაში ალექსანდრე ონიანის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. ,,მამაომ ძალიან სწორად დაახასიათა რას ნიშნავს…

მეტი...

მაშველებმა მეათე კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი 2 კნუტი გადაარჩინეს და დედა კატასთან დააბრუნეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ნუცუბიძის მე-5 მიკრორაიონში, მეათე კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი 2 კნუტი გადაარჩინეს და დედა კატასთან დააბრუნეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გთხოვთ, აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, საჰაერო მილები მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით დალუქოთ, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია! ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ცოფის საწინააღმდეგო, მასობრივი ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაატარა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ცოფის საწინააღმდეგო, მასობრივი ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაატარა. განმეორებითი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ვარკეთილის ბინადარ მიუსაფარ ცხოველებს ჩაუტარდათ. ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება. მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური აცრის ჩატარება. ანტირაბიული ვაქცინაციის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს. მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ, დაგვიკავშირდეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე – 032 2 421 424

მეტი...

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

2024 წლის 22 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ და მათ წინაშე არსებული გამოწვევებისა თუ მოთხოვნების შესახებ მოისმინეს. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. უწყების ცნობით, გაფიცულებმა სამუშაო ადგილზე არსებული შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ, არაჰიგიენურ პირობებზე და ხელმძღვანელ პირთა მხრიდან ღირსების შემლახველ მოპყრობაზე ისაუბრეს. ,,სახალხო დამცველი გაფიცვის გამოცხადების დღიდან არაერთხელ გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხს და კომპანიის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შემათანხმებელი პროცედურების ეფექტიანად წარმართვისკენ მოუწოდა. ლევან იოსელიანმა 2024 წლის 8 ივლისს, საკუთარი ინიციატივით დაიწყო შპს „ევოლუშენ…

მეტი...

„ბაბუები“ – ვრცელდება ნიცას და კვარას მშობლების კადრები

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გუშინ მამა გახდა. მას ვაჟი, დამიანე შეეძინა. ნიცამ „ჩაჩავაში“ იმშობიარა, სადაც მეგობრები და ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილები. GEO TEAM-მა გაავრცელა ფოტო, რომელზეც ნიცას და კვარას მამები არიან ასახული. ბადრი კვარაცხელია და ნიკა თავაძე დამიანეს დაბადებას აღნიშნავენ.

მეტი...

ტაქსის მძღოლის მკვლელობა და დაკავებული არასრულწლოვანი – ახალი დეტალები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე

10-ზე მეტი სასიკვდილო ჭრილობა და სავარაუდო ფულის გამოძალვის გამო მოკლული 74 წლის ტაქსის მძღოლი. დაკავებული 15 წლის გოგო, რომელსაც საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ბრალის წარდგენის მოლოდინშია. მოკლული მამაკაცის ცხედარს რამდენიმე საათში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სურამში მშობლიურ საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ. ადგილობრივების თქმით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, არასრულწლოვანი საავტომობილო გზაზე გავიდა და დახმარებას ითხოვდა. ,,რომელიღაცა ტაქსის მძღოლს გადასდგომია ეს გოგო და უთქვია, რომ კაცი მოვკალიო. მომხდარა ასე 8 საათზე და ჩვენ გავიგეთ გვიან”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. ,,თავიდან ეს ვერსია იყო რომ ვითომ გაუპატიურება დაუპირა. ეს ხომ გამორიცხულია. .. დაყაჩაღება, ფულისთვის, მეტი…

მეტი...

ვოლგოგრადის ოლქის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის გამო, აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა

დღეს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის იმ რაიონზე, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს. დილით რუსეთის სახელმწიფო მედიით გამოქვეყნდა ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის განცხადება, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მარინოვკის რაიონში „მოიგერიეს“ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა და მათი „დიდი ნაწილი განადგურებულია“. თუმცა დრონის ჩამოვარდნამ „თავდაცვის სამინისტროს ობიექტზე“ ხანძარი გამოიწვია. გუბერნატორს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია. მისივე ცნობით, მსხვერპლი არ არის. ოლქის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო ვოლგოგრადის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა .

მეტი...

ათობით მგზავრის თვალწინ, ფრანკფურტის რკინიგზის სადგურზე, 27 წლის მამაკაცი მოკლეს

გერმანიაში, ფრანკფურტის რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე, 27 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს. შემთხვევას ათობით თვითმხილველი ჰყავდა. პოლიციის ცნობით, 27 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მათივე ცნობით, 54 წლის ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის შედეგად, ფრანკფურტის ადგილობრივ და საერთაშორისო სარკინიგზო ხაზებზე რამდენიმე რეისი გაუქმდა და გადაიდო. ინციდენტის შემდეგ, ფრანკფურტის რკინიგზის ცენტრალური სადგური დროებით დაიხურა.

მეტი...

ზელენსკის თქმით, უკრაინამ კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. მისი თქმით, მას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ სუმის ოლქში გამართული თათბირის დროს უთხრა. „მთავარსარდალმა სირსკიმ ყველა რაიონში მიმდინარე აქტიური მოქმედებების შესახებ მიამბო, კერძოდ, ფრონტის ყველაზე რთულ მიმართულებებზე. მან მიამბო ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებებზე დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. კურსკის ოლქის გარკვეულ რაინში უკრაინის კონტროლს ქვეშ კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი მოექცა“, – თქვა მან. გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინა კურსკის ოლქში შევიდა, მოსაზღვრე სუმის ოლქზე რუსეთის მხრიდან თავდასხმები შემცირდა.

მეტი...

5 დღის წინ, ტყეში დაკარგული ბავშვი ცოცხალი იპოვეს

6 წლის დანგ ტიენ ლამი, რომელიც ვიეტნამში, 17 აგვისტოს დაიკარგა, 5-დღიანი ძებნის შემდეგ, ტყეში იპოვეს. ბავშვი, თავის 9 ძმასთან ერთად, ნაკადულში თამაშობდა და ხეტიალისას დაიკარგა. 21 აგვისტოს, ადგილობრივმა ფერმერებმა ბავშვის ტირილის ხმა გაიგონეს და ბიჭუნას დაკარგვის ადგილიდან 6 კმ-ში, ბუჩქებში მჯდარს მიაკვლიეს. ბავშვი იმდენად იყო დასუსტებული, რომ ფეხზე დგომა არ შეეძლო. ხელისუფლების თქმით, ამ 5 დღის განმავლობაში, ბავშვი ფოთლებითა და ველური ხილით იკვებებოდა, სასმელად კი ნაკადულის წყალს იყენებდა, რამაც, საბოლოოდ, მისი სიცოცხლე იხსნა. პოლიციის განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 6 წლის დანგ ტიენ ლამის ძებნაში 150 ადამიანი იყო ჩართული, მათ…

მეტი...

პაკისტანში სასკოლო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია ორი მოსწავლე

უცნობმა პირებმა პაკისტანის პროვინცია პენჯაბში სასკოლო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი მოსწავლე დაიღუპა, ხოლო ექვსი ადამიანი დაშავდა. „უცნობმა მამაკაცებმა სასკოლო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, ორი ბავშვი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. მეექვსე დაშავებული ავტობუსის მძღოლია. დაღუპული ბავშვების ასაკი 10-დან 12 წლამდე მერყეობს. ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თავდამსხმელებს ავტობუსის მძღოლთან პირადი უთანხმოება ჰქონდათ. მომხდარი დაგმო პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ. „თავდასხმა უდანაშაულო ბავშვებზე სასტიკი და სამარცხვინო აქტია“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

მეტი...

,,ახლა უფლის ნებით იწყებს იმ ცხოვრებას, რისთვისაც მთელი შეგნებით იღვწოდა ამქვეყნად“ – პატრიარქის სამძიმრის წერილი

მღვდელ თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს: „ვინც კი იცნობდა ან ერთხელ მაინც თუ მოუსმენია მღვდელ თეიმურაზ ქორიძისათვის, არასოდეს დაივიწყებს მას, – სიყვარულის დიდი ნიჭით დაჯილდოებულ, პოეტური სულის, გონიერ, სათნო, მართლაც გამორჩეულ მოძღვარს, თავმდაბალ და ღირსეულ პიროვნებას, ერთგულ მეუღლესა და მამას, დედისა და ძმის სიხარულს, მრავალთა იმედს. დიდად ვწუხვართ და, პირველ რიგში, ვუსამძიმრებთ ოჯახს და საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიას. მან სრულიად ახალგაზრდამ აირჩია უფლის გზა და სამსახურებლად თბილისის მკვიდრი, რაიონში, სოფელ დიდ ჩაილურში, წავიდა. ესეც მისი პიროვნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ახლა კი იგი უფლის ნებით იწყებს…

მეტი...

გიორგი მამარდაშვილი კარიერას ლივერპულში გააგრძელებს

ფაბრიციო რომანოს ცნობით, გიორგი მამარდაშვილი კარიერას ,,ლივერპულში” გააგრძელებს. იტალიელი ჟურნალისტი წერს, რომ მამარდაშვილი კლუბს 2025 წლის ივნისიდან შუერთდება, მიმდინარე სეზონს კი იჯარის წესით კვლავ ,,ვალენსიაში” გაატარებს. მერსისაიდელები ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდიან.

მეტი...