მაშველებმა მეათე კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი 2 კნუტი გადაარჩინეს და დედა კატასთან დააბრუნეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ნუცუბიძის მე-5 მიკრორაიონში, მეათე კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი 2 კნუტი გადაარჩინეს და დედა კატასთან დააბრუნეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გთხოვთ, აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, საჰაერო მილები მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით დალუქოთ, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია!

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.

მსგავსი თემები