5 დღის წინ, ტყეში დაკარგული ბავშვი ცოცხალი იპოვეს

6 წლის დანგ ტიენ ლამი, რომელიც ვიეტნამში, 17 აგვისტოს დაიკარგა, 5-დღიანი ძებნის შემდეგ, ტყეში იპოვეს. ბავშვი, თავის 9 ძმასთან ერთად, ნაკადულში თამაშობდა და ხეტიალისას დაიკარგა.

21 აგვისტოს, ადგილობრივმა ფერმერებმა ბავშვის ტირილის ხმა გაიგონეს და ბიჭუნას დაკარგვის ადგილიდან 6 კმ-ში, ბუჩქებში მჯდარს მიაკვლიეს. ბავშვი იმდენად იყო დასუსტებული, რომ ფეხზე დგომა არ შეეძლო.

ხელისუფლების თქმით, ამ 5 დღის განმავლობაში, ბავშვი ფოთლებითა და ველური ხილით იკვებებოდა, სასმელად კი ნაკადულის წყალს იყენებდა, რამაც, საბოლოოდ, მისი სიცოცხლე იხსნა.

პოლიციის განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 6 წლის დანგ ტიენ ლამის ძებნაში 150 ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის, პოლიცია, ჯარისკაცები და ადგილობრივი მოხალისეები.

მსგავსი თემები