სერბეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის საზღვარზე, მდინარეში ცხრა მიგრანტი დაიხრჩო

„ბიბისის“ ინფორმაციით, სერბეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის საზღვარზე, მდინარე დრინაში ცხრა მიგრანტი დაიხრჩო. გამოცემის ცნობით, მიგრანტები მდინარის გადალახვას ცდილობდნენ, როდესაც მათი ნავი ამოტრიალდა. 18-მა გადარჩენილმა, რომელთა შორის სამი ბავშვია, ბოსნიის სანაპირომდე მიღწევა შეძლო. სამაშველო ჯგუფები ორივე ქვეყნიდან მდინარეში კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ.

ამასთან, ადგილობრივი მედია წერს, რომ ეძებენ ასევე კონტრაბანდისტს, რომელსაც მიგრანტები საზღვარზე უკანონოდ გადაჰყავდა.

სერბეთი და ბოსნია დასავლეთ ბალკანეთზე გამავალ ევროკავშირამდე მისაღწევად მიგრაციული მარშრუტის მთავარი სატრანზიტო ქვეყნები არიან.

 

მსგავსი თემები