თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი მარიამ კვარაცხელია ავრცელებს და წერს, რომ პოლიციამ დააჯარიმა სკუტერით მოძრავი ადამიანი, რომელიც რკინის მავთულს წამოედო და დაზიანებები მიიღო. მიზეზად პატრულმა მას საავარიო სიტუაციის შექმნა დაუსახელა.
,,ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩო, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებები. მოვიდა პატრული და 250 ლარით დააჯარიმა ეს მოქალაქე, რადგან მავთულზე როცა გამოედო და დაიმტვრა, საავარიო სიტუაცია შექმენიო. ხალხო, აქეთ დააჯარიმეს ადამიანი. წარმოუდგენელია. ადვოკატი გვჭირდება”, – წერს კვარაცხელია.