ისრაელის დელეგაცია ღაზას სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის კაიროში გაემგზავრა

ისრაელის დელეგაცია ღაზას სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის კაიროში გაემგზავრა. ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, ისრაელის დელეგაციას „მოსადის” დირექტორი, დავიდ ბორნეა ხელმძღვანელობს. გამოცემა არ აკონკრეტებს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში კიდევ რა დელეგაციები იქნებიან. წყაროების ცნობით, ამერიკულ დელეგაციას CIA-ის დირექტორი, უილიამ ბერნსი ხელმძღვანელობს.

ცნობისთვის, ღაზას სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, კონფლიქტის მხარეები – ისრაელი და ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასი” მონაწილეობენ, ისევე როგორც შუამავლები: აშშ, ეგვიპტე და კატარი.

 

მსგავსი თემები