„მარადიული ხსოვნა განსაკუთრებულ ადამიანსა“- არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალებას ვრცელი სტატიით ეხმაურებიან

ალპინიზმისა და ექსპედიციების საერთაშორისო საზოგადოება Explorersweb-ი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე „ოქროს წერაყინის“ მფლობელი ცნობილი ქართველი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალებას ვრცელი სტატიით გამოეხმაურა და მისი გარდაცვლების გამო მწუხარება გამოთქვა. სტატია, რომლის სათაურია „მარადიული ხსოვნა განსაკუთრებულ ადამიანსა და მოლაშქრეს“, არჩილ ბადრიაშვილის განსაკუთრებულ მიღწევებს ეხება.

„მთებისა და მთამსვლელების სიყვარული ბადრიაშვილის პიროვნებას განსაკუთრებულობას ანიჭებდა. მისმა გარდაცვალებამ ალპინისტური საზოგადოება ღრმად დაამწუხრა“ – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ არჩილ ბადრიაშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა ქართული ალპინიზმის ისტორიაში.

შეგახსენებთ, 34 წლის ცნობილი ქართველი მთამსვლელი 10 აგვისტოს მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძესა და ბაქარ გელაშვილთან ერთად, „ოქროს წერაყინის“ (Piolets d’Or) მფლობელია. ინფორმაციას, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მსგავსი თემები