ვოლგოგრადის ოლქის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის გამო, აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა

დღეს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის იმ რაიონზე, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს. დილით რუსეთის სახელმწიფო მედიით გამოქვეყნდა ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის განცხადება, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მარინოვკის რაიონში „მოიგერიეს“ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა და მათი „დიდი ნაწილი განადგურებულია“.

თუმცა დრონის ჩამოვარდნამ „თავდაცვის სამინისტროს ობიექტზე“ ხანძარი გამოიწვია. გუბერნატორს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია. მისივე ცნობით, მსხვერპლი არ არის. ოლქის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო ვოლგოგრადის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა .

მსგავსი თემები