“მშვიდობით, ჩვენო გულიანო და სიყვარულის მოძღვარო”- მამა თეიმურაზ ქორიძეს 24 აგვისტოს დაკრძალავენ

მამა თეიმურაზ ქორიძეს შაბათს 24 აგვისტოს, წმ. დოდო გარეჯელის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. 30 წლის მოძღვრის მოულოდნელმა გარდაცვალებამ სრულიად საქართველო დაამწუხრა. სოციალურ ქსელში მოქალაქეები მოძღვრის ქადაგებებს, რჩევებს, ლექსებსა და ფოტოებს აქტიურად აზიარებენ.

„მამაო, ნუთუ დროებით გაგვახარე შენი გამოჯანმრთელებით?! მშვიდობით, ჩვენო გულიანო და სიყვარულის მოძღვარო“-წერს ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით,  მამაო სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები