„უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა სცადა“- ვლადიმერ პუტინი

„როიტერი“ წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინა კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მოსკოვმა შექმნილი სიტუაციის შესახებ გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა.

„მტერმა წუხელ სცადა, დაერტყა კურსკის ატომური ელექტროსადგურისთვის. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ინფორმირებულია. ისინი გვპირდებიან, რომ თავად ჩამოვლენ, გამოაგზავნიან სპეციალისტებს სიტუაციის შესაფასებლად. იმედი მაქვს, რომ, საბოლოოდ, ეს მათი მხრიდან გაკეთდება“ – განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის ბრალდებაზე უკრაინაში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

 

მსგავსი თემები