“ჩვენ ვგმობთ ამ ძალადობას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე”- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

“”ქართული ოცნების” მიერ წახალისებული ძალადობა ბოლო ეტაპია ხალხისგან ძალაუფლების მიტაცების – ეს არ დაგვყოფს ჩვენ, ეს გაგვაერთიანებს”- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაშია ნათქვამი. ოპოზიციური პარტია გმობს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმას. “ქართული ოცნება აგრძელებს ძალადობას. სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ ძალაუფლების შენარჩუნება, რომ ძარცვონ ბიუჯეტი, გააღარიბონ ხალხი და გამდიდრდნენ თვითონ. ჩვენ ვგმობთ ამ ძალადობას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე. 26 ოქტომბერს სწორედ ძალადობაზე, დაპირისპირებაზე, სიძულვილზე უნდა ვთქვათ უარი ჩვენი ერთიანობით, რომ დავუბრუნდეთ ხალხის პრობლემების გადაჭრას. ქვეყანაში საოცარი სიღარიბეა, ფასები მაღლა გარბის, უმუშევრობა და დაბალი შემოსავლებია, იცლება ქვეყანა და იხლიჩება…

მეტი...

საქართველოს დელეგაციამ პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები 24-ე ადგილზე დაასრულა

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები 24-ე ადგილზე დაასრულა. წლევანდელი ოლიმპიადა ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ძიუდო – ლაშა ბექაური (ოქრო), ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე (ვერცხლი) ძალოსნობა – ლაშა ტალახაძე (ოქრო) თავისუფალი ჭიდაობა – გენო პეტრიაშვილი (ოქრო), გივი მაჭარაშვილი (ვერცხლი) კრივი – ლაშა გურული (ბრინჯაო) საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის პარიზი 2024-მდე ყველაზე წარმატებული ტოკიო 2020 იყო, სადაც სამი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოვიპოვეთ.

მეტი...

მარნეულში ჩასარიცხი აპარატი გატეხეს და 10 ათას ლარამდე თანხა გაიტაცეს

მარნეულში, ჩასარიცხი აპარატი მოიპარეს, რომელშიც 10 ათას ლარამდე თანხა იყო. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა აპარატი გატეხეს და თანხა ამოიღეს. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა არიან თუ არა ინდენტიფიცირებულები მძარცველები, უცნობია.

მეტი...

ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია განხორციელდა

მედიის ინფორმაციით, ეიფელის კოშკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. მათივე ცნობით, მიზეზი უცნობი მამაკაცი გახდა, რომელმაც კოშკზე უნებართვოდ ასვლა დაიწყო. თვითმხილველებმა ის მეორე იარუსზე შენიშნეს. მამაკაცი ოლიმპიადის სიმბოლოების მიმართულებით მიცოცავდა. უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიიდან მოქალაქეები გაიყვანეს. მედიის ცნობით, კანონდამრღვევი პოლიციამ დააკავა და დასაკითხად განყოფილებაშია გადაყვანილი.  

მეტი...

ნიკა მელიას თავს დაესხნენ

პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარეს და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას  თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა, სამტრედიაში მოხდა. პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მელია მედიასთან კომენტარს აკეთებდა, მოულოდნელად კი მას თავს დაესხა ადამიანი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია. შემთხვევის დროს, ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ სხვა ლიდერები.  

მეტი...

“მინდა, რომ ჩემს გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო,ოცნების მედალი ვერ მიმაქვს სამშობლოში”- გივი მაჭარაშვილი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის, “რადგან სამშობლოში საოცნებო მედალი ვერ მოაქვს”. “მინდა რომ ჩემს გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო. შეცდომა დავუშვი და ოცნების მედალი ვერ მიმაქვს სამშობლოში” –  გივი მაჭარაშვილი  ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის ფინალში ბაჰრეინის წარმომადგენელ ახმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა. ფინალური შეხვედრა დღეს გაიმართა.

მეტი...

სარფში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

სარფში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ფეხით მოსიარულე ქალს სატვირთო მანქანა დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

„უკრაინელი ჯარისკაცების რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის მიზანი, ქვეყნის დესტაბილიზაციაა”- მედია

„რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრაში, რომლის მიზანიც ქვეყნის სისუსტეების ჩვენებით რუსეთის დესტაბილიზაციაა, ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი მონაწილეობს“ – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა. “ჩვენ შეტევაზე ვართ. მიზანია მოწინააღმდეგის პოზიციების გაჭიმვა, მაქსიმალური დანაკარგების მიყენება და სიტუაციის დესტაბილიზაცია რუსეთში, რადგან მათ არ შეუძლიათ საკუთარი საზღვრის დაცვა“, – განაცხადა უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით. მანამდე, რუსეთის არმიამ განაცხადა, რომ შეჭრაში, დაახლოებით, 1 000 უკრაინელი ჯარისკაცი იყო ჩართული. კითხვაზე, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ეს რიცხვი, ოფიციალურმა პირმა უპასუხა: „ბევრად მეტია, ათასობით.”    

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ვასო ქარდავა დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 118-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულში მსახურობდა. ვასო ქარდავა რუსეთ-უკრაინის ომში მისი დაწყებისთანავე წავიდა. 34 წლის ქართველი რუსების საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. მისი ცხედარი ბრძოლის ველიდან უკვე გადმოასვენეს. ვასო ქარდავა აფხაზეთიდან დევნილი იყო.

მეტი...

კამალა ჰარისი სამ გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპს უსწრებს

New York Times-Siena College-ის გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი სამ გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპს უსწრებს. ესენია მიჩიგანი, პენსილვანია და უისკონსინი. როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, 5 აგვისტოდან 9 აგვისტომდე გამოიკითხა აღნიშნული სამი შტატის ამომრჩეველი. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, თუ საპრეზიდენტო არჩევნები დღეს ჩატარდებოდა, 50-მა პროცენტმა ჰარისი დაასახელა, 46-მა პროცენტმა კი – ტრამპი. გამოცემის ცნობით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ კამალა ჰარისის პოპულარობა იზრდება ყველა შტატში, ხოლო დონალდ ტრამპის რეიტინგი მცირედით გაუმჯობესდა.  

მეტი...

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელის მრავალი მიზანი მიღწეულია, მაგრამ მსხვერპლი უზარმაზარია”- შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმების გაფორმების დრო დადგა. ინფორმაციას Deutsche Welle გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილეზე, ვოლფგანგ ბიუხნერზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელის მრავალი მიზანი მიღწეულია, მაგრამ “ადამიანთა ტანჯვა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი უზარმაზარია” – განუცხადა შოლცმა ისრაელის პრემიერს. გერმანიის მთავრობის მეთაურმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტის საფრთხის გამო.  

მეტი...

უკრაინელი სამხედროები კურსკის კიდევ ერთ რაიონში შევიდნენ

უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქის კიდევ ერთ რაიონში შევიდნენ. ინფორმაციას, ამის შესახებ მედია,  ბელოვსკის რაიონის მეთაური ნიკოლაი ვოლობუევზე დაყრდნობიტ იუწყება. „დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების შემოსვლამ ჩვენს ტერიტორიაზე დიდი აურზაური და პანიკა გამოიწვია. ახლა ვითარება სტაბილური, თუმცა ძალიან დაძაბულია“- აცხადებს ვოლობუევი ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, საბრძოლო შეტაკებები არ მიმდინარეობს.

მეტი...

მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში-ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აგვისტოს, ქალაქ ლანჩხუთში ბრალდებულმა დაზარალებული თოკით გაკოჭა, რის შემდეგაც ბლაგვი და ბასრი საგნების გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”- აცხადებენ უწყებაში. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე,…

მეტი...

საქართველომ პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობა 7 მედლით დაასრულა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა საქართველომ 7 მედლით დაასრულა. აქედან: 3-ოქრო; 3- ვერცხლი; 1- ბრინჯაოა. ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ლაშა ბექაური (ძიუდო) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ. ვერცხლს – გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვილი (ორივე ძიუდო) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალი ლაშა გურულის (კრივი) ანგარიშზეა.

მეტი...

“მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებზე პასუხი დიდხანს არ დააყოვნებს”- ზახაროვა

„რუსეთის ფედერაციის რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მკაცრი პასუხი დიდხანს არ დააყოვნებს“- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვა ამბობს, რომ პასუხს დანაშაულის ორგანიზატორებიც აგებენ. ”ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ დანაშაულის ორგანიზატორები და დამნაშავეები, მათ შორის მათი უცხოელი კურატორები, პასუხს აგებენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების მკაცრი პასუხი არ დააყოვნებს”, – განაცხადა ზახაროვამ. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 2024 წლის 6 აგვისტოდან აწარმოებენ. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის და სუჯანსკის რაიონებში.

მეტი...

სერბეთში ლითიუმის მოპოვების წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა

სერბეთში ლითიუმის მოპოვების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მოქალაქეები ევროპაში ლითიუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღაროს გახსნას ეწინააღმდეგებიან. მათ მიაჩნიათ, რომ პროექტის დაწყებით სერბეთის დასავლეთ რეგიონში, ჯადარში დაბინძურდება როგორც მიწა, ასევე წყალი. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს რკინიგზის ორი სადგური. პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა მთავრობის საგანგებო სხდომა დანიშნა.

მეტი...

სირიაში ამერიკულ სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ-არიან დაშავებულები

სირიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მიტანილი იერიშის შედეგად რამდენიმე სამხედრო დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც ანონიმური წყარო სააგენტოსთან საუბარში ამბობს, სამხედროებს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნებათ. ამ კვირაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ეს უკვე მეორე თავდასხმაა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს არ აუღია.  

მეტი...

„ხანძარი ელიავას ბაზრობაზე“- დამწვარია შვიდი ავტომობილი

თბილისში ელიავას ბაზრობის მიმდენაბარე ტერიტორიაზე გვიან ღამით ცეცხლი ამორტიზებულ ავტომობილებს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად, დამწვარია შვიდი მანქანა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. „ვიღაცა ბოროტმა, მე ასე მგონია, დააგდო რაღაც და მოეკიდა“ – ამბობს ადგილზე  დასაქმებული.

მეტი...

გივი მაჭარაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის ფინალში ბაჰრეინის წარმომადგენელ ახმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა. ფინალური შეხვედრა დღეს გაიმართა. მანამდე ქართველმა სპორტსმენმა 3-ჯერ წარმატებით იასპარეზა. პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ შვიდი მედალი მოიპოვა – ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ლაშა ბექაური (ძიუდო) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლს – გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვილი (ორივე ძიუდო) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალი ლაშა გურულის (კრივი) ანგარიშზეა.

მეტი...

ახალგაზრდა, რომელსაც კარდენახში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

18 წლის ახალგაზრდა, რომელსაც სოფელ კარდენახში 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდის ძებნაში ჩართული იყო, როგორც პოლიცია ასევე დაკარგულის თანასოფლელები. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ცხედარი გურჯაანში ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავთ.  

მეტი...

“მინდა ჩემი გამარჯვება შინდისში დაცემულ ვაჟკაცებს მივუძღვნა!”- გენო პეტრაიშვილი

ოლიმიური ჩემპიონი და ორი ოქროს მედლის მფლობელი გენო პეტრიაშვილი გამარჯვებას შინდისის გმირებს უძღვნის. ამის შესახებ მან, ოლიმპიური ოქროს მოპოვების შემდეგ განაცხადა. “მინდა ჩემი გამარჯვება შინდისში დაცემულ ვაჟკაცებს მივუძღვნა!”- გენო პეტრიაშვილი. შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

მეტი...

რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინამ ქვეყნის ხუთ ოლქს რაკეტებით და დრონებით შეუტია

“რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ოლქებში უკრაინის შეიარაღებული ძალების 32 დრონი და „ტოჩკა-უ“ ტიპის 4 რაკეტა ჩამოაგდო“- ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და ოთხი ტაქტიკური რაკეტა „ტოჩკა-უ“ განადგურდა, ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე 16 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ, 3 – ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, ბრიანსკისა და ორიოლოს ოლქების ტერიტორიებზე კი – თითი-თითო“ – აღნიშულია უწყების ინფორმაციაში.      

მეტი...

“წინასწარი ინფორმაციით, კიევში რუსებმა ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენეს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა კიევზე თავდასხმისას, წინასწარი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენეს. მან აღნიშნულს, მორიგი მიზანმიმართული ტერაქტი უწოდა უკრაინის წინააღმდეგ. „წუხელ, კიევის ოლქში, სამწუხაროდ, მამა და პატარა ვაჟი გარდაიცვალნენ – ბავშვი ოთხი წლის იყო. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს. დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, 12 წლის ბიჭი“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი ინფორმაციით, მხოლოდ ამ ერთ კვირაში რუსეთის არმიამ უკრაინას 30-ზე მეტი რაკეტით და 800-ზე მეტი მართვადი ავიაბომბით დაარტყა.  

მეტი...

“საქართველოს ბევრის შეცვლა არ შეუძლია, ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში”- პრემიერი

“უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ  საქართველო არის პატარა ქვეყანა და ბევრის შეცვლა არ შეუძლია ამ ურთიერთობებში, შესაბამისად, ყველაფერი არის ამერიკელი პარტნიორების ხელში. „მე მქონდა შეხვედრა სენატორთან, კონგრესმენთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ესწრებოდა ამ შეხვედრას. ეს იყო ძალიან გულწრფელი საუბარი. ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ არც სენატორს, არც კონგრესმენს და არც ელჩს ამ შეხვედრაზე გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ უხსენებიათ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მე გულწრფელად გავუზიარე როგორც სენატორს, ასევე კონგრესმენს…

მეტი...

„გვარამია არის პოლიტიკოსი, რომელიც ავითარებდა სიტყვა დესამშობლოიზაციის კონცეფციას”- ირაკლი კობახიძე

„გვარამია არის პოლიტიკოსი, რომელიც ავითარებდა სიტყვა დესამშობლოიზაციის კონცეფციას და დღეს  საუბრობს სამშობლოს მესიჯებით, ასეთ ფარსს საქართველოს მოსახლეობა არ იყიდის. რეალურად, ოპოზიციისთვის შემაშფოთებელია “ქართული ოცნების” რეიტინგი“ – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ისინი ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც წარმართავს “ქართული ოცნება”. “უფრო მეტიც, თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიცია დღეს ცდილობს ისაუბროს იმ გზავნილებით, რომლითაც ჩვენ ვსაუბრობთ მთელი ამ 4 წლის განმავლობაში,  მათ შორის, მაგალითად გვარამიამ დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა დაწესდეს რუსეთისთვის სანქციები, ღია უნდა იყოს საქართველო რუსი ტურისტებისთვის. რასაც…

მეტი...

“ოლიმპიური ჩემპიონები, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით უნდა დაჯილდოვდნენ”- კობახიძე

“გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვფიქრობთ, რომ პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით, ოლიმპიური ჩემპიონები – წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით” – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური წარდგინება განხორციელდება. „ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვფიქრობთ, რომ პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით, რაც შეეხებათ ოლიმპიურ ჩემპიონებს, ისინი უნდა დაჯილდოვდნენ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური წარდგინებაც განხორციელდება“ – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

“ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგო პროცესები,დადგინდა ჰააგაში, რომ ქართულ ჯარს არ ჩაუდენია ომის დანაშაული”- პრემიერი

„ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგო პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, რასაც ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის, კერძოდ, დადგინდა ჰააგაში, რომ ქართულ ჯარს არ ჩაუდენია ომის დანაშაული და დადგინდა სტრასბურგის სასამართლოში, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლეები“- განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია იმ დანაშაულებების გამოძიება, რომელიც მაშინდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ჩაიდინა საქართველოში. „ჩვენ დავიცავით ქართული ჯარის ინტერესები და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის შედეგი, რომელიც იყო აბსოლუტურად სამართლიანი. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ დანაშაულს, ეს არის აბსოლუტურად ცალკე საკითხი, რაზეც დღემდე არც ერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სასამართლო ინსტანციას არ უმსჯელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ დანაშაულის გამოძიება, რომელიც მაშინდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ჩაიდინა საქართველოში. იმ შემთხვევაში თუ…

მეტი...

„ძალიან მკაფიოდ განმარტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიზეზები, თუ რატომ არ შეხვდა ამერიკელ სენატორებს“- კობახიძე

„თუ რატომ არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ სენატორებს, ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ განმარტა მან მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს“- ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს დამოკიდებულია თავად ბიძინა ივანიშვლისა და ამერიკელ პარტნიორებზე. „ძალიან მკაფიოდ განმარტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვლიზე, ეს დამოკიდებულია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებზე. თუ დადგება დღის წესრიგში ამის გასაჯაროება, შესაბამისი…

მეტი...

“დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს”- ირაკლი კობახიძე

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყთ ის გმირობა, რომელიც მათ ჩაიდინეს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ  შინდისის გმირები არიან პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და თავგანწირვის მაგალითი. „დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ ის გმირობა, რომელიც მათ ჩაიდინეს. უფრო მეტიც, ეს გმირობა არის ის, რაც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს. ამ ბიჭებმა აჩვენეს გაუტეხელი ქართული სული. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ გმირების მშობლებს, რომლებმაც ასეთი გმირები აჩუქეს სამშობლოს. მათ მოგვცეს ჩვენ პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და თავგანწირვის მაგალითი. ჩვენი ვალია, ამ გმირების წინაშე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის და მშვიდობის შენარჩუნებისთვის ამ ქვეყანაში“ – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში”- პრემიერი

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც დემოკრატიის ფესტივალს უწოდებ ღონისძიებას, რომელზეც გამოფენილია სააკაშვილის სურათები, იქ ნათელია, რომ სინამდვილეში საქართველოში ვიღაც ცდილობს, ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი. „ჩვენ ვხედავთ, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო უხეში საგარეო ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების ძალიან მკაფიო დარღვევა, რაც არის ძალიან სამწუხარო. კარგი ის არის, რომ ეს გარე ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე. ყველამ იცის, ვინ ვინ არის, რას ემსახურება მათ შორის ასეთი ტიპის გარე ჩარევები. როდესაც დემოკრატიის ფესტივალს უწოდებ ღონისძიებას, რომელზეც გამოფენილია სააკაშვილის სურათები, იქ ნათელია, რომ სინამდვილეში საქართველოში ვიღაც ცდილობს, ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი. ამ ავტორიტარიზმის შედეგი იყო, მათ შორის 2008 წლის ომი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავტორიტარიზმი არასოდეს აღარ დაბრუნდეს საქართველოში, რათა აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, იმიტომ, რომ ავტორიტარიზმისა და აგენტურის მმართველობის საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება ისეთ მოვლენების განვითარება, რაც საქართველოში 2008 წელს განვითარდა კიდევ უფრო მძიმე ფორმით“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

მეტი...

“ცვლილება საქართველოს მიმართ არ იქნება”- კონგრესმენი

“ბაიდენის, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომ გადავხედოთ, დაინახავთ, რომ ცვლილება საქართველოს მიმართ არ იქნება” – ამის შესახებ კონგრესმენმა, მაიკ ტერნერმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, “რა ფორმით გაგრძელდება საქართველო-ამერიკას შორის პოლიტიკური ურთიერთობები, თუ ამერიკის ახალი პრეზიდენტი ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ან კამალა ჰარისი გახდება”. ტერნერმა აღნიშნა, რომ ამერიკა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების, მშენებლობის მხარდაჭერას გააგრძელებს. “ბაიდენის, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომ გადავხედოთ, დაინახავთ, რომ ცვლილება საქართველოს მიმართ არ იქნება, იგივე მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუციების, მშენებლობისა და მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა. თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოს მთავრობა ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს, პრემიერ-მინისტრი ჩანდა, რომ ზედმეტ…

მეტი...

კიევზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის დედაქალაქ კიევის ოლქის ბროვარის რაიონში კერძო საცხოვრებელ კორპუსებზე რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი და მისი 4 წლის ვაჟი დაიღუპნენ. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად, კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.    

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე“- ჯინ შაჰინი

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა შეხვედრაზე. „მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა. მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, მაგრამ ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, იგი არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და კვლავ იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე” – აღნიშნა შაჰინმა. “პრემიერ-მინისტრი არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ურთიერთობების გაგრძელებით”- სენატორი

მეტი...

სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მთამსვლელი, სავარაუდოდ მეხის დაცემის გამო გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი გადაარჩინეს. მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი ადამიანი, სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. შსს-ში აცხადებენ, რომ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს. შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს,…

მეტი...

სვანეთში მწვერვალზე მყოფი სამი მთამსვლელი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს. შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ“- ნათქვამია განცხდაებაში. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედრის სამძებრო სამუშაოები…

მეტი...

“პრემიერ-მინისტრი არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ურთიერთობების გაგრძელებით”- სენატორი

“იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეთოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად”- ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. სენატორი იმედს გამოთქვამს, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა გადადგამენ იმ ნაბიჯებს, ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. „იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეთოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილზე რომელიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც იმ განცხადებაზე, რომ თითქოს ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა, რაც აბსოლუტური სიცრუეა. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა შეხედავენ და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლის…

მეტი...