საქართველოს დელეგაციამ პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები 24-ე ადგილზე დაასრულა

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები 24-ე ადგილზე დაასრულა. წლევანდელი ოლიმპიადა ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ძიუდო – ლაშა ბექაური (ოქრო), ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე (ვერცხლი)

ძალოსნობა – ლაშა ტალახაძე (ოქრო)

თავისუფალი ჭიდაობა – გენო პეტრიაშვილი (ოქრო), გივი მაჭარაშვილი (ვერცხლი)

კრივი – ლაშა გურული (ბრინჯაო)

საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის პარიზი 2024-მდე ყველაზე წარმატებული ტოკიო 2020 იყო, სადაც სამი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოვიპოვეთ.

მსგავსი თემები