რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინამ ქვეყნის ხუთ ოლქს რაკეტებით და დრონებით შეუტია

“რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ოლქებში უკრაინის შეიარაღებული ძალების 32 დრონი და „ტოჩკა-უ“ ტიპის 4 რაკეტა ჩამოაგდო“- ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და ოთხი ტაქტიკური რაკეტა „ტოჩკა-უ“ განადგურდა, ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე 16 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ, 3 – ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, ბრიანსკისა და ორიოლოს ოლქების ტერიტორიებზე კი – თითი-თითო“ – აღნიშულია უწყების ინფორმაციაში.

 

 

 

მსგავსი თემები