“ჩვენ ვგმობთ ამ ძალადობას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე”- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

“”ქართული ოცნების” მიერ წახალისებული ძალადობა ბოლო ეტაპია ხალხისგან ძალაუფლების მიტაცების – ეს არ დაგვყოფს ჩვენ, ეს გაგვაერთიანებს”- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაშია ნათქვამი.

ოპოზიციური პარტია გმობს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმას.

“ქართული ოცნება აგრძელებს ძალადობას. სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ ძალაუფლების შენარჩუნება, რომ ძარცვონ ბიუჯეტი, გააღარიბონ ხალხი და გამდიდრდნენ თვითონ. ჩვენ ვგმობთ ამ ძალადობას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე. 26 ოქტომბერს სწორედ ძალადობაზე, დაპირისპირებაზე, სიძულვილზე უნდა ვთქვათ უარი ჩვენი ერთიანობით, რომ დავუბრუნდეთ ხალხის პრობლემების გადაჭრას.

ქვეყანაში საოცარი სიღარიბეა, ფასები მაღლა გარბის, უმუშევრობა და დაბალი შემოსავლებია, იცლება ქვეყანა და იხლიჩება ოჯახები, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა კი მხოლოდ ძალადობაა. ამიტომ არ შეიძლება ქვეყანა დავტოვოთ „ოცნების“ მძევლად. გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ოჯახების, ხალხის, ქვეყნის წინაშე დგას, მხოლოდ ერთიანობით დავძლევთ. ერთიანობით დავამარცხებთ “ქართულ ოცნებას” 26 ოქტომბერს და გამარჯვების შემდეგაც ერთიანობით აღვადგენთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და გადავჭრით ხალხის წინაშე მდგომ პრობლემებს” – წერია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას თავს დაესხნენ.

ნიკა მელიას თავს დაესხნენ

მსგავსი თემები