კამალა ჰარისი სამ გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპს უსწრებს

New York Times-Siena College-ის გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი სამ გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპს უსწრებს. ესენია მიჩიგანი, პენსილვანია და უისკონსინი.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, 5 აგვისტოდან 9 აგვისტომდე გამოიკითხა აღნიშნული სამი შტატის ამომრჩეველი. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, თუ საპრეზიდენტო არჩევნები დღეს ჩატარდებოდა, 50-მა პროცენტმა ჰარისი დაასახელა, 46-მა პროცენტმა კი – ტრამპი.

გამოცემის ცნობით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ კამალა ჰარისის პოპულარობა იზრდება ყველა შტატში, ხოლო დონალდ ტრამპის რეიტინგი მცირედით გაუმჯობესდა.

 

მსგავსი თემები