ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია განხორციელდა

მედიის ინფორმაციით, ეიფელის კოშკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. მათივე ცნობით, მიზეზი უცნობი მამაკაცი გახდა, რომელმაც კოშკზე უნებართვოდ ასვლა დაიწყო. თვითმხილველებმა ის მეორე იარუსზე შენიშნეს. მამაკაცი ოლიმპიადის სიმბოლოების მიმართულებით მიცოცავდა.

უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიიდან მოქალაქეები გაიყვანეს. მედიის ცნობით, კანონდამრღვევი პოლიციამ დააკავა და დასაკითხად განყოფილებაშია გადაყვანილი.

 

მსგავსი თემები