“მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებზე პასუხი დიდხანს არ დააყოვნებს”- ზახაროვა

„რუსეთის ფედერაციის რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მკაცრი პასუხი დიდხანს არ დააყოვნებს“- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვა ამბობს, რომ პასუხს დანაშაულის ორგანიზატორებიც აგებენ.

”ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ დანაშაულის ორგანიზატორები და დამნაშავეები, მათ შორის მათი უცხოელი კურატორები, პასუხს აგებენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების მკაცრი პასუხი არ დააყოვნებს”, – განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 2024 წლის 6 აგვისტოდან აწარმოებენ. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის და სუჯანსკის რაიონებში.

მსგავსი თემები