ოლიმიური ჩემპიონი და ორი ოქროს მედლის მფლობელი გენო პეტრიაშვილი გამარჯვებას შინდისის გმირებს უძღვნის. ამის შესახებ მან, ოლიმპიური ოქროს მოპოვების შემდეგ განაცხადა.
“მინდა ჩემი გამარჯვება შინდისში დაცემულ ვაჟკაცებს მივუძღვნა!”- გენო პეტრიაშვილი.
შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.