გივი მაჭარაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის ფინალში ბაჰრეინის წარმომადგენელ ახმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა. ფინალური შეხვედრა დღეს გაიმართა.

მანამდე ქართველმა სპორტსმენმა 3-ჯერ წარმატებით იასპარეზა.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ შვიდი მედალი მოიპოვა – ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ლაშა ბექაური (ძიუდო) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლს – გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვილი (ორივე ძიუდო) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალი ლაშა გურულის (კრივი) ანგარიშზეა.

მსგავსი თემები