,,როგორი აბსურდული ბრალდებაც იყო, ისეთი აბსურდული კითხვები დაისვა” – გამოკითხეს მოქალაქე, რომელსაც წილოსანი ,,ადევნებაში” ადანაშაულებს

მოქალაქე, რომელსაც ნინო წილოსანი “ადევნებაში” ადანაშაულებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. დავით კუპრავას თქმით, კითხვები ისეთივე აბსურდული იყო როგორც თავად ბრალდება: „როგორი აბსურდული ბრალდებაც იყო, როგორი აბსურდული და შეთითხნილი საქმეც იყო, ზუსტად ისეთი აბსურდული კითხვები დაისვა: სად ვიყავი? რატომ ვიყავი? ვიცნობდი თუ არა ნინო წილოსანს? აქამდე ჩავსაფრებივარ თუ არა ოდესმე? წინასწარი მქონდა თუ არა ეს დაგეგმილი და საერთოდ რატომ ვიმყოფებოდი იქ? მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ ჩემს მეუღლესთან ვიყავი, კითხვები წამოვიდა შემდეგი სტილის, თუ რაში ვეხმარებოდი ჩემს მეუღლეს, რატომ მივედი ამ ტერიტორიაზე და ა.შ”, – თქვა კუპრავამ. როგორც…

მეტი...

ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყისა და ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზა 1 კვირით დაიკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყისა და ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზა 1 კვირით დაიკეტება: ,,ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, საჭიროა განხორციელდეს ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის და სატრანსპორტო კვანძის დაერთების სამუშაოები, რისთვისაც საჭიროა ერთი კვირის განმავლობაში, მოხდეს ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყისა და ბაკურციხე-წნორის საავტომობილო კვანძის დაკეტვა, რათა სამუშაოების წარმოება განხორციელდეს უმოკლეს დროში და მოძრაობის უსაფრთხოების სრული დაცვით აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის და გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის გამოყენებით”, –  აცხადებს დეპარტამენტი.

მეტი...

ქუთაისში 8 წლის შოთიკო ჭელიძე გარდაიცვალა

ქუთაისში პატარა ფეხბურთელი, 8 წლის შოთიკო ჭელიძე გარდაიცვალა. ბიჭუნა ქუთაისის ,,ქუთაისში” ვარჯიშობდა. ,,შოთიკო, მაგარო ბიჭო, ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. შენ ყოველთვის ჩვენს გულში იქნები. კლუბის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს”, – წერს FC KUTAISI სოციალურ ქსელში.

მეტი...

კონგრესმა ჰააგის სასამართლოს დასანქცირების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

247 მომხრე – 155 წინააღმდეგი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჰააგის სასამართლოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი, რომელიც განსახილველად სენატს გადაეცემა, მიზნად ისახავს საერთაშორისო ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ პირებზე სანქციების დაწესებას. საუბარია ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ღაზის ომთან დაკავშირებული ისრაელის ოფიციალური პირების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ბენიანიმ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის დაკავების ორდერის გაცემას მოითხოვდა. საკანონმდებლო ტექსტში ნათქვამია რომ სანქციები იმ პირებს დაუწესდებათ, რომლებიც ჩართულნი არიან შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოძიების, დაპატიმრების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ძალისხმევაში.

მეტი...

შტატები საზღვრის დასაცავად კონტროლს ამკაცრებს

შტატები საზღვრების დასაცავად კონტროლს ამკაცრებს. ბაიდენის გადაწყვეტილებით, მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დაკავებულ მიგრანტებს შტატებიდან დაადეპორტებენ. გამონაკლისი შეეხებათ მხოლოდ  ბავშვებს, რომლებიც საზღვარს თანმხლები პირის გარეშე გადაკვეთენ და ადამიანებს, ვისაც სერიოზული სამედიცინო საფრთხე ემუქრებათ ანდა ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან. „ეს ქმედება დაგვეხმარება მოვიპოვოთ კონტროლი ჩვენს საზღვრებზე და აღვადგინოთ წესრიგი პროცესში. ეს აკრძალვა დარჩება მანამ, სანამ არალეგალურად შესვლის მცდელობების რაოდენობა არ შემცირდება იმ დონემდე, რომლის ეფექტურად მართვას ჩვენი სისტემა შეძლებს“, – თქვა ბაიდენმა. ცნობილია, რომ აკრძალვა შეჩერდება, როდესაც დაპატიმრებები დღეში საშუალოდ 1500-ზე დაბლა დაეცემა სამი კვირის განმავლობაში. აშშ-ს ბოლო სტატისტიკის მიხედვით, აპრილის თვეში  სასაზღვრო დაპატიმრებები საშუალოდ დღეში…

მეტი...

ზურა ბერიკაშვილი საქართველოში გადმოიყვანეს – როგორია მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მსახიობის სიძე, ნიკო ნანიტაშვილი, უახლეს ინფორმაციას აზიარებს. მისი თქმით, ზურა საქართველოში გადმოიყვანეს და მკურნალობას ქავთარაძეზე, ლეჩკომბინატის კლინიკაში განაგრძობს. „უკეთესობა არაფერია, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაა, სისხლი სჭირდება და ოჯახის წევრებს, როგორც შეგვიძლია ვაბარებთ სისხლის ბანკში. ხალხის შეწუხება არ გვინდა და ვცდილობთ სანათესავო, რომ ჩვენი სისხლით გავუმკლავდეთ. ქავთარაძეზე, ლეჩკომბინატის სისხლის ბანკში, ნებისმიერ სისხლს იბარებენ და შემდეგ ზურას რომელიც სჭირდება, იმაში ცვლიან“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ ნიკო ნანიტაშვილმა.

მეტი...

„ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე „ჰამასის“ პასუხს ველოდებით“ – ჯეიკ სალივანი

„ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე „ჰამასის“ პასუხს ველოდებით“, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. „კატარელი შუამავლების მეშვეობით ჩვენ „ჰამასის“ პასუხს ველოდებით“, – განაცხადა სალივანმა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ბილ ბერნსი ცეცხლის შეწყვეტის ახალი წინადადების შესახებ დოჰაში, კატარელ შუამავლებთან კონსულტაციებს გაივლის. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა. გეგმის მიხედვით, პირველი ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასევე, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას…

მეტი...

„აშშ მზად არის, ითანამშრომლოს ევროპულ ქვეყნებთან“ – მეთიუ მილერი

„ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, ითანამშრომლოს ევროპულ ქვეყნებთან, რათა რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის სასარგებლოდ გამოიყენოს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ კონსულტაციებს აწარმოებს ევროპელ მოკავშირეებთან. „ვფიქრობ, იცით, რომ გაყინული რუსული აქტივების უმრავლესობა არ არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ისინი ინახება ევროპის ქვეყნებში. იმისთვის, რომ ეს ქმედება იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ ერთობლივად. ამ საკითხთან დაკავშირებით ვაწარმოებთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან, რათა ვიპოვოთ საუკეთესო გზა ამის გასაკეთებლად. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ გამოყენება”, – განაცხადა მილერმა.

მეტი...

„ევროპა შეიძლება მოკვდეს“ – ემანუელ მაკრონი

„არასდროს ყოფილა ევროპული არჩევნები ასე მნიშვნელოვანი, როგორც ახლა, რადგან ევროპაში ომია, კლიმატის ცვლილება, ჩვენს დემოკრატიას მზარდი უკიდურესობებიც ემუქრება“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ ევროპა თავდასაცავად ყველაფერს არ გააკეთებს, მის არსებობას საფრთხე დაემუქრება. „გვაქვს განცდა, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, როცა ვხედავ მაჩვენებლებს და ა.შ. თუმცა, არასდროს ყოფილა ევროპული არჩევნები ასე მნიშვნელოვანი, როგორც ეს ახლაა, რადგან ევროპაში არის ომი, კლიმატის ცვლილება, ხელოვნური ინტელექტი. ჩვენს დემოკრატიას მზარდი უკიდურესობებიც ემუქრება. ევროპა შეიძლება მოკვდეს, რადგან თუ ევროპა გულუბრყვილო იქნება, თუ ევროპა ყველაფერს არ გააკეთებს იმისათვის, რომ საკუთარი თავი…

მეტი...

,,ნიღბები ჩამოხსნილია, ეს კანონი არის მიმართულების შეცვლის სიმბოლო და ის მოიტანს შედეგებს” – ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა უცხოური აგენტების კანონს კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს, რომ ის არის ქვეყნის მიმართულების შეცვლის სიმბოლო. „ნიღბები ჩამოხსნილია. უცხოური აგენტების კანონით საქართველო მიდის არა ევროკავშირისკენ, არამედ პირიქით. კანონი არის მიმართულების შეცვლის სიმბოლო და ის მოიტანს შედეგებს. ეს არის ის, რასაც ხაზს ვუსვამდი საუბრისას”, – წერს დიპლომატი. შეგახსენებთ, რომ მარგუს ცაჰკნა ლატვიის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად 15 მაისს თბილისში იმყოფებოდა. 4 ქვეყნის დიპლომატიური უწყების პირველი პირები სწორედ უცხოური აგენტების კანონთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და ქართველ ხალხს და ქვეყნის ევროპულ…

მეტი...

,,აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია” – როთი

,,აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია”, – წერს ბუნდესტაგის დეპუტატი მიხაილ როთი. ,,საქართველოს ხელისუფლება უნდობლობას უცხადებს საკუთარ ხალხს და აყენებს შეურაცხყოფას. ქუჩებში თავისუფალი ევროპული საქართველოსთვის გამოსული ქართველები „უცხო ძალების“ მარიონეტები კი არა, არამედ მამაცი დემოკრატები არიან. აშკარაა, რომ ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია”, – წერს როთი.

მეტი...

,,ჩვენთვის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია” – პაპუაშვილი ჩინეთზე და გაეროს რეზოლუციაზე

,,ჩვენთვის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია”, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ოცნების” მიერ, სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებულ ჩინეთზე, რომელმაც გაეროში მხარი არ დაუჭირა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციას. ,,როდესაც მან თავი შეიკავა, ჩინეთთან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. არაერთხელ ვუფიქსირებთ ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობას და მის მნიშვნელობას. ამ მხრივ ძალიან მჭიდრო, შეთანხმებული პოზიციები გვაქვს. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში პოზიციას, ორივე ქვეყანა საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე, აყალიბებს თავის პოზიციებს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, როგორც ჩინეთი, ისე საქართველო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელიც მას წლების განმავლობაში ჰქონდა-ის თავს იკავებს…

მეტი...

ჯო ბაიდენი საფრანგეთში ჩავიდა

„აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საფრანგეთში ჩავიდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება. ბაიდენი საფრანგეთში ხუთ დღეს გაატარებს და ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრის სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი ნორმანდიაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

მეტი...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი პროცესი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ. ,,დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. 2024 წელს საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი,…

მეტი...

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ვიცეპრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

პარიზში გამართულ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ასამბლეის 91-ე გენერალურ სესიაზე საქართველოს დელეგატი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე ევროპის რეგიონული კომისიის ვიცე-პრეზიდენტად, ხმათა უმრავლესობით, მეორედ აირჩიეს. ორგანიზაციის წევრი 183 ქვეყნის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და პარტნიორებმა საქართველოს დელეგატის ერთწლიანი საქმიანობა დადებითად შეაფასეს და აღნიშნული მანდატი ამჯერად სამი წლის ვადით მიანიჭეს. „წელს, როცა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონული წარმომადგენლობების ჩართულობა იმ საერთო მიზნის მიღწევაში, რაც ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას გულისხმობს. აღსანიშნავია ამ მხრივ საქართველოს პროგრესი. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ…

მეტი...

ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარედ ცხენებით სეირნობისას, კაცს ცხენმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა – მაშველებმა ის თბილისში გადმოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, კახეთის რეგიონიდან, მძიმედ დაშავებული კაცი ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხენებით სეირნობის დროს, მოქალაქეს ცხენმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა, ის უგონო მდგომარეობაში იყო და თანმხლები პირები ვერ ახერხებდნენ მის გამოყვანას. ,,ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხენებით სეირნობის დროს, მოქალაქეს ცხენმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში. უგზოობის გამო, თანმხლები პირები ვერ ახერხებდნენ მის გამოყვანას. მოქალაქის სამედიცინო პუნქტში გადაყვანის მიზნით, სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მეხანძრე-მაშველების მიერ უმოკლეს დროში მოხდა მოქალაქისთვის…

მეტი...

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში „მაიდანი“ და „უკრაინიზაცია“ არ დავუშვათ” – პრემიერი

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში „მაიდანი“ და „უკრაინიზაცია“ არ დავუშვათ. მეორე ფრონტი არის ის, რასაც არ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძემ იმ შედეგებზე ისაუბრა, რაც ე.წ. „მაიდანმა“ უკრაინას მოუტანა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში ასეთი პროცესების განვითარებას არ დაუშვებს. „მუდმივად გვახსენებენ „მაიდანს“ და მე მინდა, შეგახსენოთ, რა მოუტანა „მაიდანმა“ უკრაინას. მაშინ, გარედან დაინიშნა ხელისუფლება და ასეთ დროს, როცა გარედან ნიშნავ ხელისუფლებას ქვეყანაში, ქვეყანაზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რაც მოხდა უკრაინაში – მანამდე უკრაინა იყო ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკურად…

მეტი...

,,ვინმეს თუ აქვს პრეტენზიები, კეთილი ინებოს და დამიჯდეს საჯარო დისკუსიაში” – პრემიერი

,,ვინმეს თუ აქვს პრეტენზიები, კეთილი ინებოს და დამიჯდეს საჯარო დისკუსიაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გამჭვირვალობის შესახებ კანონს ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვერ ბედავენ, გაურბიან საჯარო დისკუსიას და მაინც აგრძელებენ დაუსაბუთებელ კრიტიკას. „თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ შემოიყვანა რუსული ტანკები საქართველოში და ჩააბარა ქვეყნის 20 პროცენტი, თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა ეს ყველაფერი“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს. პრემიერის თქმით, გამჭირვალობას, რევოლუციის, არეულობისა და მეორე ფრონტის პრევენციას არ აქვს საქართველოში ალტერნატივა. „კანონთან დაკავშირებით ვერცერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი. მე შევთავაზე ყველას საჯარო დისკუსია. ყველა…

მეტი...

,,პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით” – კობახიძე

,,ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მუქარის ფაქტით რომელიმე ქვეყანა დაინტერესდება, მზად არის, გამოძიებას მისცეს შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულებები. „ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს, რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით. თუ რომელიმე ქვეყნის მხრიდან იქნება ინტერესი, მზად ვარ, გამოძიებას მივცე შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულებები,“ – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

ქალებს ატყუებდა, რომ იყო ფოტოგრაფი, სასმელში გაურკვეველ ნივთიერებას უყრიდა, სქესობრივ კავშირს ამყარებდა და იღებდა – გახსნილია 11 ფაქტი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების 11 ფაქტი გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გ.ქ. წლების განმავლობაში, ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის, სოციალურ ქსელ „Facebook“-ის სხვადასხვა ჯგუფებში, განცხადებებს ათავსებდა, სადაც მოტყუებით უთითებდა, რომ იყო ფოტოგრაფი და ქალის თეთრეულის რეკლამისთვის ფოტოსესიაზე გოგოებს სპეციალურად შერჩეულ ბინებში იწვევდა. გარდა ამისა, იგი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ქალბატონებს ძიძის/მომვლელის და მასაჟისტის ვაკანსიაზეც იბარებდა ბინაში, დაინტერესებულ პირებს ეცნობოდა გამოგონილი ვინაობით, მათ შორის – ნუკრი ჯიოშვილის და ივანე ჯაიანის სახელით, რის შემდეგაც შედიოდა მათთან კომუნიკაციაში და ცდილობდა ნდობის მოპოვებას. ბრალდებული მამაკაცი, ბინაში მოტყუებით მიყვანილ…

მეტი...

,,გუშინ რაც ვიხილეთ აშშ-ის კონგრესში, ეს იყო ბოლშევიკური ღალატი” – კობახიძე

,,გუშინ რაც ვიხილეთ ჩვენ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინ ვანო და ნატალია – სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვეულებრივი ბოლშევიკური ღალატი. „გუშინ რაც ვიხილეთ ჩვენ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი პირდაპირ ვიტყოდი ამას. გუშინ ვანო და ნატალია, სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, ეს იყო ჩვეულებრივი ბოლშევიკური ღალატი, ამას სხვა სახელი უბრალოდ არ შეიძლება დაერქვას. რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

აპრილი-მაისის თვეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტმა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეებში, სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავა და ქვეყნიდან გააძევა. ,,დაკავებულ პირთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული საქართველოდან. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ერაყის რესპუბლიკის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის და სხვა უცხო ქვეყნების, ჯამში 42…

მეტი...

„ჰამასი“ ვერ დათანხმდება შეთანხმებაზე, რომელიც მუდმივი ცეცხლის შეწყვეტას არ უზრუნველყოფს“ – ოსამა ჰამდანი

„ჰამასი“ ვერ დათანხმდება რაიმე შეთანხმებას, თუ ისრაელი არ აიღებს მკაფიო ვალდებულებას მუდმივი ცეცხლის შეწყვეტასა და ღაზის სექტორიდან სრული გასვლის შესახებ, – ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოსამა ჰამდანმა განაცხადა. ,,ჩვენ ვერ დავთანხმდებით შეთანხმებაზე, რომელიც არ უზრუნველყოფს გარანტიას და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტას, ღაზის სექტორიდან ჯარის სრულად გაყვანას და შესაბამისად, რეალური სერიოზული შეთანხმების დასრულებას“, – განაცხადა ჰამდანმა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად ისრაელსა და „ჰამასს“ შეთავაზება წარუდგინა. „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ისრაელს მხოლოდ ერთი ეტაპი სურს, სადაც ყველა მძევალს დაიბრუნებს, შემდეგ კი განაახლებს აგრესიას და ომს მათი ხალხის მიმართ.

მეტი...

„ევროკავშირის არჩევნები პოლონეთის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია“ – დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის შეფასებით, ევროპის ერთიანობა ერთადერთი გზაა ომის თავიდან ასაცილებლად. „ევროკავშირის არჩევნები პოლონეთის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია. ჩვენ ყველანი ყოველდღიურად ვართ ორიენტირებული, რომ გავაძლიეროთ პოლონეთი, გავაძლიეროთ ევროპა, პოლონელები გაერთიანდნენ და ევროპა იყოს გაერთიანებული, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ ავიცილოთ ომის დრამა აქ, ჩვენს მიწებზე“, – განაცხადა ტუსკმა. ცნობისთვის,ევროპის 27 ქვეყანა ახალი მოწვევის ევროპარლამენტის ასარჩევად ემზადება. არჩევნები ამ კვირაში გაიმართება, სადაც ხმის მიცემის უფლება 373 მილიონ მოქალაქეს აქვს. 6-9 ივნისს დანიშნული არჩევნების შედეგი ასევე იმოქმედებს იმაზე, თუ ვინ გახდება ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი.

მეტი...

სლოვენიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა

„სლოვენია ევროკავშირის წევრი კიდევ ერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო აღიარა“, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, სლოვენიის პარლამენტმა ეს საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. „პალესტინის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება იმედს უგზავნის პალესტინელ ხალხს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზაში“, – განაცხადა სლოვენიის პრემიერ მინისტრმა რობერტ გოლობმა. ცნობისთვის, ევროკავშირის 27 წევრიდან პალესტინის სახელმწიფო შვედეთმა, კვიპროსმა, უნგრეთმა, ჩეხეთმა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა აღიარეს.

მეტი...

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდინარე ქსნის ხიდის დასავლეთ მიმართულებაზე, ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 5 ივნისიდან ორი თვის განმავლობაში, სავალ ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება და განხორციელდება ცალი ზოლის მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

„დაღალე რეჟიმი!“ – ამ მოწოდებით პარლამენტთან აქცია გაიმართება

„დაღალე რეჟიმი!“ – ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ 5 ივნისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ აქციას გამართავს. „ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩართულები დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. ჩვენი რიცხობრივი უპირატესობით, თუ ხშირი და მცირე აქციებით დავღლით მოწინააღმდეგეს, მისი სისტემა შიგნიდან ნგრევას დაიწყებს. საჭიროა ადგილი, სადაც “ოცნება” აუცილებლად თავის რესურსს გამოიტანს. გელოდებით პარლამენტის წინ!“ – აღნიშნულია “დაფიონის” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მეტი...

„გასული ღამის განმავლობაში ისრაელის თავდასხმის შედეგად, ღაზაში 19 ადამიანი დაიღუპა“ – მედია

როგორც „როიტერი” პალესტინელ ექიმებზე დაყრდნობით წერს, ისრაელის დაბომბვასა და საჰაერო თავდასხმებს 19 ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში, მათ შორის ორი პოლიციელია, რომლებიც ეხმარებოდნენ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში. მათივე ინფორმაციით, ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ალ-ბურეჯსა და ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკებზე, ასევე ცენტრალურ ღაზაში მდებარე ქალაქ დეირ-ალ-ბალახზე. ამასთან, გაეროს სატელიტური ცენტრის (UNOSAT) გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების თანახმად, ღაზის სექტორში არსებული ყველა სტრუქტურის ნახევარზე მეტი განადგურდა ან დაზიანდა.

მეტი...

ევროკავშირი ბაიდენის წარდგენილ გეგმას მხარდაჭერას უცხადებს

„ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ წარმოდგენილ გეგმას, რომელიც გამოიწვევს ღაზაში ცეცხლის გრძელვადიან შეწყვეტას, ყველა მძევლის გათავისუფლებას და ღაზის ჰუმანიტარული დახმარების ზრდას“, – ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ევროკავშირი აფასებს აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის გადამწყვეტ ძალისხმევას მოლაპარაკებების ხელშეწყობაში, რათა დასრულდეს ომი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, „რის მიმართაც ევროკავშირი ერთგული რჩება.“ „ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა და სტაბილურობა მთლიანად რეგიონის, ასევე გლობალურ ინტერესებშია. ევროკავშირი მოუწოდებს ორივე მხარეს, მიიღონ და შეასრულონ სამფაზიანი წინადადება, მზადაა, წვლილი შეიტანოს პოლიტიკური პროცესის აღორძინებაში ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობისთვის,…

მეტი...

„ინდივიდუალური სანქციები უნდა იყოს“ – ნატალია საბანაძე

,,ინდივიდუალური სანქციები უნდა იყოს. არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, შვილებს აშშ-ში ასწავლონ”, – ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ გააკეთა. კონგრესში, სადაც საქართველოს შესახებ მოსმენა მიმდინარეობს, ნატალია საბანაძემ სადამსჯელო ღონისძიებების გატარების საჭიროებაზე ისაუბრა, მას ჰკითხეს, რა ზომების მიღება შეუძლია აშშ-ის ქართველი ხალხის დასახმარებლად. გარდა სანქცირებისა, საბანაძემ საპარლამენტო არჩევნებზე ხანგრძლივი დამკვირვებლების საჭიროებაზე ისაუბრა. „ინდივიდუალური სანქციები უნდა იყოს მათ წინააღმდეგ, ვინც რუსულ კანონზე პასუხს აგებენ. მაგალითად, არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთ შვილებს აშშ-ის ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში ასწავლონ, ასევე, სხვა მიმართულებებით. თუმცა, ეს სამოქალაქო სექტორზე, საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც ამ დემოკრატიული მიმართულების მხარდამჭერია, არ უნდა…

მეტი...

მექსიკაში ქალაქ კოტიხას მერი, იოლანდა სანჩესი მოკლეს

მექსიკაში ქალაქ კოტიხას მერი, იოლანდა სანჩესი მოკლეს. მას ცეცხლი 19-ჯერ გაუხსნეს. მედიის ცნობით, სანჩესი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაღუპულია მისი პირადი მცველიც. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი ორგანიზებული დაჯგუფებაა. ცნობისთვის, იოლანდა სანჩესი ქალაქის მერი 2021 წელს გახდა. გარდა ამისა, 2023 წელს იოლანდა სანჩესი ხალისკოს შტატში ვიზიტისას გაიტაცეს და სამი დღის განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდათ.

მეტი...

ჩინეთმა გაეროში მხარი არ დაუჭირა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციას

2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია ,,აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და შესაბამისად, მას მხარი არ დაუჭირა საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩინეთმა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა ცხრა ქვეყანამ, ხოლო 52-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ სომხეთმა რეზოლუციას პირველად დაუჭირა მხარი. ცხრა ქვეყანას შორის, რომლებმაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა არიან: რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, ზიმბაბვე, ნიკარაგუა,…

მეტი...

გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი, იოსებ ბაბაევი დააკავეს

გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი, იოსებ ბაბაევი დააკავეს. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ღამით აიყვანეს. სამართალდამცავებმა დაკავებულის სახლი გაჩხრიკეს, თუმცა, როგორც ახლობლები ამბობენ, კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი იპოვეს. უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელებმა ავტომატი და პისტოლეტი მანქანაში ჩაუდეს, ამის შემდეგ კი სცემეს. ,,პოლიციაში, ტანსაცმლის ჩამორთმევაზე იყო იქაც ჩემი მხრიდან წინააღმდეგობა ამ თემაზე, ამ თემაზე წინააღმდეგობა გავუწიე, რომ ტანსაცმელი არ წაერთმიათ, შემომახიეს ყველაფერი და ისე წაიღესო. იმ კუთხით, რომ ფიზიკური წინააღმდეგობა გაეწია, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, წინააღმდეგობას ვგულისხმობთ სიტყვიერ წინააღმდეგობას. გადაღების დროს, როდესაც მანქანაში აფიქსირებდნენ ნივთმტკიცებებსო, ვითომ ჩემი იარაღის ამოღების დროსო,…

მეტი...

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს 10 საათზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს 10 საათზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. პროცესი ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე წარიმართება. წელს თბილისში საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზრდება და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული ორიდან ექვს წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან. საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

მეტი...

ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას შეხვდება. პრეზიდენტების შეხვედრა დაგეგმილია საფრანგეთსა და იტალიაში. „ნორმანდიაში პრეზიდენტ ბაიდენს  შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს პრეზიდენტ ზელენსკის და მასთან უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილოს. ასევე საუბარი შეეხება როგორ გავაღრმავოთ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა. რამდენიმე დღეში მას ასევე ექნება შესაძლებლობა, ისევ  შეხვდეს პრეზიდენტ ზელენსკის იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში“, – აღნიშნულია ბაიდენის მრჩეველის –  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანის განაცხადებაში. პრეზიდენტები საფრანგეთს ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით არიან მიწვეულები. ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას ელისეის სასახლეში მიიღებს.  

მეტი...

„საქართველომ რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხედ უნდა დაინახოს“ –  უილიამ კორტნი

კონგრესში, სადაც საქართველოს შესახებ მოსმენა მიმდინარეობს, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი სიტყვით გამოვიდა. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე. „მეგობარი აქტის განხილვა“ ამ წუთებშიც მიმდინარეობს. „საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიხსნება საფრთხე. .. ქვეყანამ დემოკრატიული მომავალი არ უნდა დაკარგოს”, – აღნიშნა დიპლომატმა. უილიამ კორტნის შეფასებით, „რუსულ კანონს“ უდიდესი პროტესტი მოჰყვა და ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისთვის გადამწყვეტი იქნება. „ღირებულებებზე დამყარებულ ურთიერთობას, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებობდა,  ძირი გამოეთხრება, ურთიერთობები გაუარესდება, თუ მოხდება მანიპულაციები 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, თუ მოხდება კანდიდატების…

მეტი...