შტატები საზღვრის დასაცავად კონტროლს ამკაცრებს

შტატები საზღვრების დასაცავად კონტროლს ამკაცრებს. ბაიდენის გადაწყვეტილებით, მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დაკავებულ მიგრანტებს შტატებიდან დაადეპორტებენ. გამონაკლისი შეეხებათ მხოლოდ  ბავშვებს, რომლებიც საზღვარს თანმხლები პირის გარეშე გადაკვეთენ და ადამიანებს, ვისაც სერიოზული სამედიცინო საფრთხე ემუქრებათ ანდა ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან.

„ეს ქმედება დაგვეხმარება მოვიპოვოთ კონტროლი ჩვენს საზღვრებზე და აღვადგინოთ წესრიგი პროცესში. ეს აკრძალვა დარჩება მანამ, სანამ არალეგალურად შესვლის მცდელობების რაოდენობა არ შემცირდება იმ დონემდე, რომლის ეფექტურად მართვას ჩვენი სისტემა შეძლებს“, – თქვა ბაიდენმა.

ცნობილია, რომ აკრძალვა შეჩერდება, როდესაც დაპატიმრებები დღეში საშუალოდ 1500-ზე დაბლა დაეცემა სამი კვირის განმავლობაში. აშშ-ს ბოლო სტატისტიკის მიხედვით, აპრილის თვეში  სასაზღვრო დაპატიმრებები საშუალოდ დღეში 4300-ს შეადგენდა.

მსგავსი თემები