„ჰამასი“ ვერ დათანხმდება შეთანხმებაზე, რომელიც მუდმივი ცეცხლის შეწყვეტას არ უზრუნველყოფს“ – ოსამა ჰამდანი

„ჰამასი“ ვერ დათანხმდება რაიმე შეთანხმებას, თუ ისრაელი არ აიღებს მკაფიო ვალდებულებას მუდმივი ცეცხლის შეწყვეტასა და ღაზის სექტორიდან სრული გასვლის შესახებ, – ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოსამა ჰამდანმა განაცხადა.

,,ჩვენ ვერ დავთანხმდებით შეთანხმებაზე, რომელიც არ უზრუნველყოფს გარანტიას და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტას, ღაზის სექტორიდან ჯარის სრულად გაყვანას და შესაბამისად, რეალური სერიოზული შეთანხმების დასრულებას“, – განაცხადა ჰამდანმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად ისრაელსა და „ჰამასს“ შეთავაზება წარუდგინა.

„ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ისრაელს მხოლოდ ერთი ეტაპი სურს, სადაც ყველა მძევალს დაიბრუნებს, შემდეგ კი განაახლებს აგრესიას და ომს მათი ხალხის მიმართ.

მსგავსი თემები