ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას შეხვდება. პრეზიდენტების შეხვედრა დაგეგმილია საფრანგეთსა და იტალიაში.

„ნორმანდიაში პრეზიდენტ ბაიდენს  შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს პრეზიდენტ ზელენსკის და მასთან უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილოს. ასევე საუბარი შეეხება როგორ გავაღრმავოთ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა. რამდენიმე დღეში მას ასევე ექნება შესაძლებლობა, ისევ  შეხვდეს პრეზიდენტ ზელენსკის იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში“, – აღნიშნულია ბაიდენის მრჩეველის –  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანის განაცხადებაში.

პრეზიდენტები საფრანგეთს ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით არიან მიწვეულები. ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას ელისეის სასახლეში მიიღებს.

 

მსგავსი თემები