გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი, იოსებ ბაბაევი დააკავეს

გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი, იოსებ ბაბაევი დააკავეს. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ღამით აიყვანეს. სამართალდამცავებმა დაკავებულის სახლი გაჩხრიკეს, თუმცა, როგორც ახლობლები ამბობენ, კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი იპოვეს.

უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელებმა ავტომატი და პისტოლეტი მანქანაში ჩაუდეს, ამის შემდეგ კი სცემეს.

,,პოლიციაში, ტანსაცმლის ჩამორთმევაზე იყო იქაც ჩემი მხრიდან წინააღმდეგობა ამ თემაზე, ამ თემაზე წინააღმდეგობა გავუწიე, რომ ტანსაცმელი არ წაერთმიათ, შემომახიეს ყველაფერი და ისე წაიღესო. იმ კუთხით, რომ ფიზიკური წინააღმდეგობა გაეწია, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, წინააღმდეგობას ვგულისხმობთ სიტყვიერ წინააღმდეგობას. გადაღების დროს, როდესაც მანქანაში აფიქსირებდნენ ნივთმტკიცებებსო, ვითომ ჩემი იარაღის ამოღების დროსო, ყოველთვის ისმის ჩემი ხმა, რატომ ჩადეთ”, – ამბობს ადვოკატი კახა კალმახელიძე.

ბაბაევი აქტიურად მონაწილეობდა გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში, ის კაფე-ბარის მფლობელია. მისი მეგობრები დაკავებას ბაბაევის აქტიურობას უკავშირებენ.

მსგავსი თემები