სლოვენიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა

„სლოვენია ევროკავშირის წევრი კიდევ ერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო აღიარა“, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, სლოვენიის პარლამენტმა ეს საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

„პალესტინის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება იმედს უგზავნის პალესტინელ ხალხს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზაში“, – განაცხადა სლოვენიის პრემიერ მინისტრმა რობერტ გოლობმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის 27 წევრიდან პალესტინის სახელმწიფო შვედეთმა, კვიპროსმა, უნგრეთმა, ჩეხეთმა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა აღიარეს.

მსგავსი თემები