„გასული ღამის განმავლობაში ისრაელის თავდასხმის შედეგად, ღაზაში 19 ადამიანი დაიღუპა“ – მედია

როგორც „როიტერი” პალესტინელ ექიმებზე დაყრდნობით წერს, ისრაელის დაბომბვასა და საჰაერო თავდასხმებს 19 ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში, მათ შორის ორი პოლიციელია, რომლებიც ეხმარებოდნენ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში.

მათივე ინფორმაციით, ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ალ-ბურეჯსა და ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკებზე, ასევე ცენტრალურ ღაზაში მდებარე ქალაქ დეირ-ალ-ბალახზე.

ამასთან, გაეროს სატელიტური ცენტრის (UNOSAT) გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების თანახმად, ღაზის სექტორში არსებული ყველა სტრუქტურის ნახევარზე მეტი განადგურდა ან დაზიანდა.

მსგავსი თემები